ჩვენი

გადაცემები

   სპორტული ახალი ამბები

უახლესი სპორტული ინფორმაცია. ექსკლუზიური და მთავარი ახალი ამბები სპორტული სამყაროდან. ყოველ საათში განახლებადი ინფორმაცია, პირდაპირი ჩართვები, ინტერვიუები და რეპორტაჟები საქართველოს და მსოფლიოს სპორტული მოვლენების შესახებ.

   აღმოაჩინე ჩინეთი

,,აღმოაჩინე ჩინეთი" პირველი და ერთადერთი გადაცემაა საქართველოში ჩინეთის შესახებ. ყოველ დღე, 12:00 საათზე, მსმენელს საშუალება აქვს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ჩინეთის, მისი ისტორიის, ტრადიციების, კულტურის, სპორტის, ბიზნესის, კულინარიის შესახებ. გადაცემის წამყვანები, კვირის განმავლობაში ყოველდღიურ რუბრიკებში უახლეს და ექსკლუზიურ სიახლეებს წარმოგვიდგენენ. ,,აღმოაჩინე ჩინეთი" GBTIMES-ის და JAKO FM-ის უნიკალური და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია.

   ღია მიკროფონი არტი

"ღია მიკროფონი" რადიო JAKO FM-ის პლატფორმაა, რომელიც ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს წარმოგვიდგენს. გასართობი გადაცემა ინტერესდება მუსიკის სფეროში მიმდინარე სიახლეებით და მოვლენებს განსხვავებული რაკურსით გვთავაზობს. ყოველ შაბათ-კვირას, 16:00 საათზე, მსმენელი შეიტყობს ამომწურავ ინფორმაციას დამწყები ხელოვანების და ნიჭიერი მუსიკოსების შესახებ.

   ღია მიკროფონი სპორტი

თოქ-შოუ „ღია მიკროფონი" JAKO FM-ის გადაცემაა სპორტისა და სპორტსმენების, აქტუალური თემების, წარმატებებისა და პრობლემების შესახებ. სპორტული თოქ-შოუ, ყოველ სამუშაო დღეს, 17:00 საათზე, ეხმაურება საქართველოში მიმდინარე ყველა აქტუალურ მოვლენას. სტუდიის სტუმრები არიან ცნობილი სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული მენეჯერები და სფეროს წარმომადგენლები.

   აღმოაჩინე საქართველო

"აღმოაჩინე საქართველო" კულტურულ და ტურისტულ პოტენციალზე ორიენტირებული ერთადერთი გასართობ-შემეცნებითი გადაცემაა ქართულ რადიო სივრცეში. ტურიზმი, კულტურა, განათლება, კულინარია, ქართული პროდუქტი - ყველაფერი საქართველოს შესახებ. ყოველ დღე, 17:00 საათზე, მსმენელი წამყვანებთან ერთად საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას შეიცნობს.

გადაცემა მსმენელს აძლევს ინფორმაციას საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. რუბრიკაში "იმოგზაურე საქართველოში“ მსმენელს აქვს საშუალება ცნობილ ტურისტულ გიდთან ერთად გაიგოს მეტი საქართველოს კუთხეების და ტურისტული ობიექტების შესახებ.

   ავტო რჩევები

გადაცემა "ავტო რჩევები" - ყველაფერი თქვენი ავტომობილის შესახებ.

მსმენელს აქვს საშუალება მიიღოს სრული ინფორმაცია საკუთარი ავტომობილის მახასიათებლების შესახებ. გადაცემის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა. "ავტო რჩევების" სტუმრები მსმენელს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ავტომობილის მოვლის შესახებ. გადაცემაში ასევე განიხილება საავტომობილო ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენები, ახალი პროდუქტები და სხვა საინტერესო ფაქტები.

კითხვა გაქვთ ავტომობილის შესახებ? დაგვირეკეთ ყოველ პარასკევს, 15-დან 16:00 საათამდე ნომერზე: 2 490 490.

   მუსიკალური დღიურები

გადაცემა „მუსიკალური დღიურები“ ყოველ სამუშაო დღეს, 21:00 საათზე ცნობილი სიმღერების შექმნის ისტორიას, საინტერესო ფაქტებს და მუსიკალური სამყაროს ამბებს გვიყვება. მსმენელს აქვს საშუალება მოუსმინოს ყველა დროის პოპულარულ მუსიკას, საუკეთესო ჰიტებს და ლეგენდარულ შემსრულებლებს კვირის დღეებში

გემოვნებიანი მუსიკის 2 საათი JAKO FM-ზე.

   წახნაგები

გადაცემა „წახნაგები“, ყოველ ორშაბათს, 15:00 საათზე მასპინძლობს ცნობილ ადამიანებს, არტისტებს, მომღერლებს, მსახიობებს, მუსიკოსებს და საინტერესო პერსონებს. ყველას, ვინც ქართულ კულტურას ქმნის. გადაცემის წამყვანის, ევა ბაბალაშვილის სტუმრები საუბრობენ საკუთარ წარმატებაზე, კარიერულ გზაზე.

   სპორტის ლეგენდები

ლეგენდარული სპორტსმენები, საინტერესო ისტორიები და ყველაზე წარმატებული პერსონები, რომლებიც ქმნიან ამინდს სპორტულ სამყაროში.

ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 15:00 საათზე, გადაცემის წამყვანთან - ლეგენდარულ ქართველ სპორტულ კომენტატორთან - ჯამლეტ ხუხაშვილთან ერთად მსმენელს აქვთ საშუალება შეიტყოს იმ ადამიანების და პროცესების შესახებ, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს სპორტულ ისტორიაში დაშექმნეს მისაბაძი წარმატების ისტორია.

   დილა შენთვის

გადაცემა „დილა შენთვის“ ყოველ დღე, მსმენელს საქართველოში და მსოფლიოში განვითარებულ საინტერესო სიახლეებს აცნობს. წამყვანები საუბრობენ კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის შესახებ, მსმენელს აცნობენ ყოველდღიურ ჰოროსკოპს და ვალუტის კურსს, გვიზიარებენ რჩევებს სილამაზისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. კვირის განმავლობაში დილის გადაცემის წამყვანები მასპინძლობენ საინტერესო სტუმრებს და მათთან ერთად საუბრობენ აქტუალურ თემებზე.

„დილა შენთვის“. ყოველ დღე. 08:00-დან 11:00-მდე. FM 98.5. FM 96.3. FM 90.8.

  • Coldplay, Dido, Robbie Williams, Sugabab...

    Do They Know It's Christmas
  • Mariah Carey

    Christmas Time Is In The Air Again