WBO-მ კოტოსა და ალის ბრძოლის ჩატარება დაადასტურა

კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ(WBO) პირველ საშუალო წონაში პუერტო რიკოს წარმომადგენლების მიგელ ანხელ კოტოსა და სადამ ალის ბრძოლის ჩატარება დაადასტურა. ამ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ხსენებული დუელი მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ნიუ იორკში გაიმართება და კოტოსათვის კარიერაში უკანასკნელი იქნება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცი იმის შესახებ, რომ მიგელ კოტო კანადელ დავიდ ლემიეს დაუპირისპირდებოდა.

სადამ ალი 2008 წელს პეკინში გამართული ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. ეს უკანასკნელი პროფესიონალურ კრივს სწორედ ჩინეთში ჩატარებული ოლიმპიადის შემდეგ დაუბრუნდა.

 



  • Levan Gvazava & Margo Luchko

    White Christmas
  • Duck Sauce

    Duck Sauce
  • Destiny S Child

    8 Days Of Christmas