უშუ კუნგფუს წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

6-12 ნოემბერს ემეიშანში (ჩინეთი) ჩატარდა მსოფლიოს მე-7 კუნგფუს (ტრადიციული უშუ) ჩემპიონატი, სადაც 57 ქვეყნის 927 სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას. ეროვნული ნაკრები 5 სპორტსმენით იყო წარდგენილი საჩვენებელ გამოსვლაში. დიდი კონკურენციის პირობებში ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა  ყველა სინჯის მედალი  1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს. ფედერაციის ისტორიაში პირველადაა ასეთი შედეგი მსოფლიო ჩემპიონატიდან.

გაწვდით შედეგებს:

1)  მარიამ თურმანიძე პირველი ადგილი---8,80 ქულა (ჩა ცუიანი)

მარიამ თურმანიძე მეორე ადგილი----8,75 ქულა (გუნ შუ-ჯოხი),

თბილისი (მწვრთნელი გიორგი ვერულიძე)

2)  დავით გულისაშვილი მეორე ადგილი---8,91 ქულა (ფანძი ცუიანი),

დავით  გულისშვილი მეორე ადგილი ---8,90 ქულა (და დაო-გრძელი ხმალი),

თბილისი (მწვრთნელი გიორგი ვერულიძე)

 3)      ნინო ჩიხლაძე   მეორე ადგილი-- 9,04 ქულა (თაიძი ცუიანი).

(მწვრთნელი ზურაბ კაპანაძე).  

4)      ლაშა სუმბულაშვილი  მესამე ადგილი--8,99 ქულა  (თაიძი ცუიანი).

 

უშუს ეროვნული ფედერაცია



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight