უგემრიელესი პურის სახეობა

პურის გამოცხობა ერთგვარი რიტუალია, ის დროსა და ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს. უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტი აუცილებელია თქვენი ოჯახისათვის. რაც შეეხება პურს ნივრითა და ყველით ზაფხულის მსუბუქ კერძებს გამორჩეულად უხდება. მისი მომზადების წესი მარტივი და ამავე დროს ძალიან სახალისოა.

რეცეპტის ინგრედიენტები:

1   ცალი პური

12  ჭიქა კარაქი

4   კბილი დაკეპილი ნიორი

2   ს/კ დაჭრილი ოხრახუში

2   ს/კ გახეხილი პარმეზანი

60   გრ. დაჭრილი მოცარელა

60   გრ. დაჭრილი ჩედარი


მომზადების წესი:

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. პური დაკბილული დანით ჯვარედინად დაჭერით, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ პურის ძირი არ გაიჭრას.
პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი. შეურიეთ დაკეპილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში და გახეხილი პარმეზანი. პურს კარაქის ნაზავი გაჭრილ ადგილებში თანაბრად წაუსვით.
პატარა ნაწილებად დაჭრილი ყველი პურის თითოეულ გაჭრილ ადგილში მოათავსეთ. პურს ალუმინის ფოლგა შემოახვიეთ და აცხვეთ 15 წუთით. შემოხსენით ფოლგა და აცხვეთ კიდევ 10–15 წუთით მანამ, სანამ ზედაპირი ხრაშუნა არ გახდება. მიირთვით მომზადებისთანავე.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight