თუ თმა მზისგან გაგიუხეშდათ...

თმას განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება.  ჯანმრთელი კვების, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს პირობებში თმას საკვებ ნივთიერებებს ორგანიზმი აწვდის, მაგრამ ზაფხულის მცხუნვარე მზე, ჭარბი გამონაბოლქვი, ქარი და არასწორი რაციონი ღერებს ბზინვარებას უკარგავს.

ნიღბები გამომშრალი და გახუნებული თმისათვის:
ზაფხულის მზე თმას აშრობს და ახუნებს, ამიტომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღბები ამ სეზონზე განსაკუთრებით გამოგადგებათ.

1. 1 კვერცხი და 6 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და 10-15 წუთს გაიჩერეთ. თმა თბილი წყლით და თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილი შამპუნით ჩამოიბანეთ.

2. 150 გრამი ყაბაყის რბილობი კარგად ათქვიფეთ ბლენდერში, დაამატეთ ნახევარი ჭიქა რძე და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით.


ნიღბები ცხიმიანი თმისთვის:

მართალია, მცხუნვარე მზე ცხიმიან თმას ნაკლებად აზიანებს, მაგრამ ამ ტიპის თმა მშრალზე არანაკლებ პრობლემებს გვიქმნის: ის სწრაფად კარგავს მოცულობას, სიცხეში მალე ჭუჭყიანდება და დილით გაკეთებული ვარცხნილობა საღამოს უკვე უსიამოვნოდ გამოიყურება. თავის კანის ცხიმიანობა რომ შეამციროთ, ამ ნიღბებით ისარგებლეთ:

1. ერთი ცალი ტკბილი ბულგარული წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი კეფირი და 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა. კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20-30 წუთს და უხვად თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. წვრილად გახეხეთ 1 ცალი ვაშლი, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ამდენივე ლიმონის წვენი. წაისვით თმაზე და 30 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლითა და თქვენი თმის შესაფერისი შამპუნით ჩამოიბანეთ.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight