წამწამების მოვლა და მათი დაცვა

წამწამები სახის მნიშვნელოვანი დეტალია. ის იცავს თვალებს მტვრისა და სხვადასხვა დაზიანებისგან, ხაზს უსვამს თვალების ფორმას. ზოგჯერ ლამაზი წამწამები ცვლის გარეგნობას, ხოლო მათი ჩრდილი განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს მზერას.

წამწამებისთვის ძალიან სასარგებლოა შემდეგი მარტივი პროცედურა: ჩააწეთ სპეციალური წამწამების (ან წარბების დასავარცხნი) ჯაგრისი აბუსალათინის ზეთში და აკურატულად, ისე რომ თვალში არ ჩაგივიდეთ, ნაზად დაივარცხნეთ წამწამები. ეს პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ. ხოლო, თუ დღეში ორჯერ (დილა-საღამო) მოახერხებთ, მაშინ იდეალურ შედეგს მიიღებთ. წასმიდან ერთი საათის შემდეგ, ზეთი აუცილებლად ჩამოიბანეთ.

დაბანა და გასუფთავება

წამწამებისა და წარბების მოვლა თვალების დაბანით იწყება. ეს სუფთად დაბანილი ხელებით უნდა გააკეთოთ. თუ ღამით ქუთუთოების კიდეებსა და თვალის კუთხეში გამონაყოფი გროვდება, თვალები ბორის მჟავას თბილი ხსნარით ან გვირილის ნაყენით უნდა დაიბანოთ (1 ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი).

წამწამების ცვენის დროს

წამწამების ცვენის დროს მზესუმზირის, ატმის, ნუშის ან აბუსალათინის ზეთი დაგეხმარებათ, რომელიც ძილის წინ უნდა წაისვათ. პარალელურად მიიღეთ A, B12, В5, E ტიპის ვიტამინები. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, თუ ცვლილებას ვერ შენიშნავთ, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმ-კოსმეტოლოგს, რომელიც გამოიკვლევს მიზეზს და საჭირო მკურნალობას დაგინიშნავთ.

წამწამების სიგრძის მომატებისთვის არსებობს რამდენიმე ნიღბის რეცეპტი:

  1. რომისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი (ერთი-ერთზე);
  2. ვარდის ზეთისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი (ერთი-ერთზე);
  3. აბუსალათინის ზეთი, დაჭრილი ოხრახუში და ალოეს წვენი.

ნიღბები დღეგამოშვებით უნდა იკეთოთ და თითო საათი გაიჩეროთ.

წამწამებისთვის, თვალებისთვის და თვალების გარშემო ადგილებისთვის კარგია გვირილის, შალფეის, კალენდულის ან შავი ჩაის ნაყენის გამოყენება. ნაყენი მოდუღების შემდეგ, 20 წუთით გააჩერეთ და ბამბის ტამპონის საშუალებით, დილაობით გაიწმინდეთ თვალები. შეგიძლიათ კომპრესიც გაიკეთოთ. ამისთვის, მწოლიარე მდგომარეობაში, ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები თვალებზე 15 წუთით უნდა დაიდოთ. კომპრესები რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ.

ქუთუთოებისა და წამწამების დაცვა

ბევრს აწუხებს ქუთუთოს კიდეების სიწითლე. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ძლიერი ქარით, მტვრით, მზის მკვეთრი სხივებით, ძალიან ძლიერ ან, პირიქით, სუსტ განათებაზე მუშაობით, თითებით, ცხვირსახოცით ქუთუთოების ძლიერი მოწმენდით. ქუთუთოების ხანგრძლივი გაწითლება შესაძლოა წამწამწების გათხელების, გამოფიტვის და სწრაფი ცვენის მიზეზად იქცეს.

ქუთუთოების სიწითლის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია გაზაფხულზე და ზაფხულში სპეციალური დამცავი სათვალის ტარება, ბორის მჟავას, მაგარი ჩაის ან გვირილის ხსნარით თვალების დაბანა. უფრო უკეთესია ამ ხსნარებში დასველებული საფენების გამოყენება. იმის გათვალისწინებით, რომ, საზოგადოდ, ორგანიზმის გამოფიტვამ, სისხლნაკლებობამ, არანორმალურმა კვებამ და სხვა ფაქტორებმა შეიძლება ქუთუთოების გაწითლება გამოიწვიოს, აუცილებელია ექიმის მითითებით ზოგადმატონიზებელი რეჟიმის დაცვა.



  • Merry Christmas

    Jingle Bells
  • Maroon 5 + Christina Aguilera

    Maroon 5 + Christina Aguilera
  • Bria nSetzer Orchestra

    Jingle balls