წაბლი- სასარგებლო პროდუქტი

ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული - ეს წაბლის ოთხი ძირითადი სახეობაა. 
შემოდგომა მრავალფეროვნებით, მათ შორის -  ხილის სიმრავლით. წაბლი ერთ-ერთი იმ ხილთაგანია, რომელთა დაგემოვნება შემოდგომაზეა შესაძლებელი. 


ამ უბრალო სასუსნავს დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველ რომში წაბლს დესერტად მიირთმევდნენ, მათ კოცონზე წვავდნენ, მოგზაურობისას თან დაქონდათ და ღვინოსთან მისაყოლებლადაც იყენებდნენ. 
ალექსანდრე მაკედონელმა ევროპაში ლაშქრობების დროს წაბლის ჭალები გააშენა, რადგან მისი ნაყოფის კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმირებული იყო და ჯარისთვის წაბლის სურსათად გამოყენებას ფიქრობდა.


წაბლის სასარგებლო თვისებები ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს: 100 გ წაბლში 44 გ ნახშირწყლები, 11 გ შაქარი, 1,3 გ ცხიმები, 1,6 გ ცილები, 40 მგ ჩ ვიტამინი, 0,94 მგ რკინა და 484 მგ კალიუმი შედის. ნაყოფი ასევე გლუკოზითა და ფრუქტოზით არის მდიდარი. ეს არის ერთადერთი თხილეული, რომელიც C ვიტამინს შეიცავს.

რა უნდა იცოდეთ, სანამ წაბლის მირთმევას გადაწყვეტთ:

1. წაბლს ზედმეტად ნუ შეწვავთ, რადგან ის ტენს სულ დაკარგავს და გამაგრდება;


2. წაბლს მოხარშვისთანავე მოაშორეთ კანი, რადგან სანამ თბილია, კანი უფრო ადვილად ძვრება;

3. გაწმენდილ წაბლს კანქვეშა გარსიც უნდა მოშორდეს;

4. მოხარშული ან მოხალული წაბლის შენახვის შემთხვევაში ის გამოშრება და გემოს დაკარგავს. მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ;

5.უმი წაბლი ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.