ტრავმირებული სადიო მანე სენეგალის ნაკრებში გამოიძახეს

''ლივერპულის'' ერთ-ერთი ლიდერი სადიო მანე სენეგალის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-სთან საუბარში აფრიკული ნაკრების დამრიგებელმა ალიუ სისემ განაცხადა.

25 წლის სპორტსმენი ამჟამად ტრავმირებულია. სენეგალის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ სანაკრებო მატჩებისათვის ათლეტი გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

10 და 14 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში სენეგალელები სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight