თმის მოვლისთვის აუცილებელი პროცედურები

თმის გაუხეშების და დაზიანების მიზეზი შესაძლოა ბევრი რამ შეიძლება გახდეს, მათ შორის: ეკოლოგია, კვება, ხისტი წყლის ზემოქმედება, ამინდი, არასწორად შერჩეული შამპუნი ან ბალზამი, სავარცხელი, ფენის ტემპერატურა, – ანუ ყველა ის პროცედურა, რაც თმასთან არის დაკავშირებული.


იმისთვის რომ თმა ჯანსაღდ გამოიყურებოდეს, საჭიროა:

თმის დაბანა:
თმა კვირაში 1 - 2 ჯერ დაიბანეთ, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ დაბანვის სიხშირე, თმის სახეობაზეცაა დამოკიდებული. მშრალი თმა, სასურველია, კვირაში ერთხელ დაიბანოთ. თმის ბანვის დროს არ დაგავიწყდეთ თავზე მასაჟი გაიკეთოთ. შამპუნი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ეს თმას მბზინვარებას შემატებს. რეკომენდებული არ არის ძილის წინ თავის დაბანა, რადგან დაწოლის დროს ნამიანი თმა ბალიშთან ხახუნის შედეგად ზიანდება.

ასევე არსებობს თმის მოვლისთვის განკუთვნილი ნიღბები. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.

თმის დაბანის შემდეგ გაიკეთეთ თმის ნიღაბი: 


(1 კვერცხის გულში 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი, 5 – 5 წვეთი A, D და E ვიტამინები შეურიეთ); მსუბუქი მასაჟით კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ ისევ ათქვეფილი კვერცხის გულით ჩამოიბანეთ. ბოლოს კი ცხელი მაკრატლით დაზიანებული ბოლოები მოიჭერით.

ფენი 
ფენი უნდა ჩართოთ საშუალო სიმხურვალეზე და თმიდან 25-30 სმ-ის დაშორებით დაიჭიროთ. აუცილებლად დაარეგულირეთ ფენის ტემპერატურის რეჟიმი, რადგან ძალიან ცხელი ორთქლი თმის ღეროებს აშრობს და მტვრევადს ხდის. ერთ ადგილზეც ნუ გაიჩერებთ დიდხანს. თუკი სქელი და უხეში თმა გაქვთ, ეცადეთ, რომ ფენით არ გაიშროთ. სჯობს, რომ თმა ბუნებრივად გაიშროთ და შემდეგ მისცეთ სასურველი ფორმა.

თმა ხშირად დაივარცხნეთ

აუცილებელია, სავარცხელი სწორად შეარჩიოთ. ყველაზე სასურველია ხის ხშირი სავარცხელი. თუ თქვენ გრძელი თმა გაქვთ, უმჯობესია შეიძინოთ ნატურალურბეწვიანი ჯაგრისი. თუ გსურთ თმა სწრაფად გაიზარდოს, გამოიყენეთ მასაჟის გასაკეთებელი ჯაგრისი – ის აფართოებს თავის კანის ქვეშ განლაგებულ კაპილარებს, რის შედეგადაც თმის კვება უმჯობესდება.

თმის ბოლოები
თმის ბოლოების შეჭრა სასურველია ყოველ 30 დღეში ერთხელ, რათა თმამ სიჯანსაღე შეინარჩუნოს და კარგად გაიზარდოს. არასასურველია სქელი და უხეში თმის დათხელება, რადგან დათხელებული თმა დაბანის დროს უფრო ფუვდება და უარესდება.


მათ, ვისაც თხელი და ურჩი თმა აქვთ, მუსი აუცილებლად უნდა გამოიყენონ, რათა მას მოცულობა შემატოს. თხელი თმა არ საჭიროებს ბალზამს.



  • Duck Sauce

    Radio Stereo Bingo Players Radio Edit
  • Destiny S Child

    Destiny S Child
  • Maren Morris

    My Church