"ტიმბერვულვსმა" უიგინსთან 148-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

"მინესოტა ტიმბერვულვსის" კანადელმა უკანახაზელმა, ენდრიუ უიგინსმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას NBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

22 წლის კალათბურთელმა 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც 148 მილიონ დოლარს მიიღებს.

უკანასკნელ სეზონში უიგინსის საშუალო მონაგარი 23.6 ქულას, 4.0 მოხსნას და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

"მგლებმა" უიგინსი 2014 წლის დრაფტის პირველ პიკად აირჩიეს.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight