თბილისში პანტომიმის ფესტივალი გაიმართება

17-დან 21 ივნისის ჩათვლით 9 აპრილის ბაღში შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომლის მედიაპარტნიორიც რადიო JAKO FM-ია.

ორგანიზატორები მაყურებელს 5 დაუვიწყარ  დღეს პირდებიან. კლასიკური, პანტომიმის ჟანრის წარმოდგენების გარდა, სტუმრები თანამედროვე პერფორმანსებს დაესწრებიან და პლასტიკის, ქორეოგრაფიისა და მოძრაობის ნაზავს იხილავენ.

ქართველ მსახიობებთან ერთად, სცენას უცხოელი სტუმრები დაიკავებენ. საქართველოს პირველად ესტუმრებიან ესპანეთის თეატრის “colectivo lamajara”-ს  მსახიობები. ბარსელონელი არტისტები სპექტაკლს ფესტივალის მიწურულს გამართავენ და თანამედროვე, ევროპულ დადგმას წარმოადგენენ.