„თბილისის წიგნის დღეები – 2017″

9-12 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში”, „თბილისის წიგნის დღეები – 2017″ გაიხსნა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა გამომცემლობებისა და ავტორების პრეზენტაციები, წიგნის ხელოვნების ფესტივალი, ლექციები, მასტერკლასები, გამოფენები და გასართობ-ინტელექტუალური პროგრამები ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
ოთხი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყველა წიგნზე, რომელიც წარმოდგენილი იყო ქართულ ბაზარზე.
გადაცემაში ,,ერთ მერხთან“ აღნიშნული ფესტივალის შესახებ წიგნის ხელოვნების ფესტივალის კურატორმა ოთარ ყარალაშვილმა ისაუბრა.  

სანოემბრო ფესტივალი გამორჩეულია თავისი შინაარსით და დატვირთვით, იგი საზაფხულო და საახალწლო ფესტივალს შორის იმართება. ეს ფესტივალი საინტერესოა თუნდაც იმ მხრივ რომ ერთგვარად დაამკვიდროს ფესტივალზე შესვლის და დასწრების გადასახადის კულტურა. ეს ნიუანსები სამომავლოდ  ერთის მხრივ ძალიან საინტერესოა, თუმცა მეორეს მხრივ ალბათ გულისხმობს რაღაც უკმაყოფილებას და წინააღმდეგობასაც.


დაგეთანხმებით რომ გულისხმობს, თუმცა ვფიქრობ რომ ამ უკმაყოფილებამ უკვე გადაიარა. ვიმყოფებოდი ფრანკფურტში, სადაც ფესტივალზე შესვლის ღირებულება 120 ევროს შეადგენდა. ეს თანხა გადავიხადე როგორც პროფესიულმა დამთვალიერებელმა. ჩვეულებრივ დამთვალიერებლებისთვის კი შესვლის ღირებულებმა  30 ევროს შეადგენდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საკმაოდ ძვირია ბილეთის ფასი. ვფიქრობ რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

საინტერესოა ალბათ იმ თვალსაზრისით რომ წიგნებთან არის კავშირში. იგივე რომ ხდებოდეს მაგ. მინი კონცერტების ან ფესტივალის შემთხვევაში ამას არავინ არ გააპროტესტებს, არა და ანალოგიურად იხარჯება ავტორი როდესაც წიგნს წარადგენს.

არსებობს ზოგადი წარმოდგენა რომ წიგნი არის კულტურული ფასეულობა და ამიტომ უნდა იყოს სუფსიდირებული და უფასო. ერთის მხრივ მართალია, რადგან წიგნს სჭირდება მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი საქართველოში, რადგან ვერ განვითარდება მხარდაჭერის გარეშე. სუფთა საბაზრო პრინციპებით, საგამომცემლო ბაზარი შორს ვერ წავა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს წიგნის უფასოდ დარიგების ხარჯზე. ამასთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა.

როგორ ჩაიარა ამ ფესტივალმა?

მე ვფიქრობ რომ შარშანდელთან შედარებით უკეთ, რადგან წინა წელს მოულოდნელად შეგვიწყდა დაფინანსება. წელს ინტერესი იყო საკმაოდ დიდი, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა. წინა ფესტივალების დროს ყველაფერი ფინანსდებოდა და სრულდებოდა ჩვენი რესურსით ეს კი სწორი არ არის ფესტივალისთვის, რადგან უნდა იყოს ღია პლატფორმა, ვის დაუძახებ და რას მოიფიქრებ ეს შენი გადასაწყვეტია. ის ჯგუფები, რომლებიც ამ საქმით დაინტერესდებოდნენ  შარშან  ბევრად ნაკლები იყო ვიდრე წელს. საბედნიეროდ გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც ისურვა ამ საქმით დაკავებულიყო.

შესაბამისად მყიდველიც არსებობს და არა მხოლოდ დამთვალიერებელი.


ამ მიმართულებითაც ჩვენ წელს უკვე გავიხსენით.

თქვენ გაქვთ ცენტრი, რომელიც ვიზუალური მხარის წინა პლანზე წამოწევას გულისხმობს და ის არტისტები რომლებით თქვენთან მუშაობს, დაკავებულები არიან წიგნის გაფორმებით.

დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე დიზაინის საფუძვლების სწავლება. მე ასე მგონია, რომ ვიზუალური ენა, მით უფრო ეხლა ჩვენს დროში, სულ უფრო მნიშვენლოვან ადგილს იკავებს. ანუ მკითხველი სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებს არა ტექსტის მეშვეობით არამედ ვიზულური ნიშნების მეშვეობით. ვიზუალურ ნიშნებს უკვე ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც ენას. უხეშად რომ ვთქვათ უწიგნური ლაპარაკი წარმოშობს ცუდ მოქალაქეებს, ის რაც არის ენის კორექტულობის საკითხები, სიტყვები რომლებსაც ვიყენებთ საბოლოო ჯამში განმსაზღვრელი ხდება კარგი ან ცუდი აზროვნების მოდელის. ზუსტად იგივე შეეხება ვიზუალურ მხარესაც. რადიკალურად თუ ვიტყვით, საბოლოო ჯამში ცუდი დიზაიანი, ბადებს ნაკლებ სურვილის წიგნის წაკითხვისა.

ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა გულისხმობს სკოლის და მოსწავლის დამოკიდებულებას იქ, სადაც ისინი ერთამენთს წიგნთან დაკავშირებით ხვდებიან, მხატვრულ ლიტერატურას ვგულისმობ ამ შემთხვევაში. თქვენც იყავით რასაკვირველია  სკოლის მოსწავლე და ალბათ ახლაც აკვირდებით სკოლის მოსწავლეებს. რა განსხვავებას ხედავთ და რამდენად გაგიმართლათ სკოლის მასწავლებელში, რომელმაც პირველად სცადა შეგყვარებოდათ მხატვრული ლიტერატურა.

მე ვფიქრობ რომ ბუნებრივია პირველი ზედაპირზე რაც დევს, რასაც ვხედავთ
და რაზეც ვჩივით არის ის რომ ბავშვებმა გადაინაცვლეს რეალურიდან ვირტუალურ რეალობაში და მეტი წილი ინფორმაცია რასაც ისინი იღებენ არის ციფრული. სკოლაში ბუნებრივია ისინი თავის კლასელებს და პედაგოგებს აღარ არიან ისე მჭიდროდ დაკავშირებული, რადგან მათ შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნებში ინტერნეტის მეშვეობით ეურთიერთონ ადამიანებს. ერთის მხრივ ეს კარგია, თუმცა მეორეს მხრივ ცუდია იმ თვალსაზრისით რომ მის ხარისხზე არ ზრუნავს არავინ. მე რომ ვთქვა რომ საბჭოთა სკოლაში სადაც მე ვსწავლობდი იყო მაინცდამაინც ნათელი ფასეულობების მატარებელი მართალი არ იქნება.  თუმცა მე პირადად კარგ სკოლაში ვიყავი, პირველ ექსპერიმენტულში, სადაც სრულიად სხვა სული ტრიალებდა, მაგრამ მაინც სხვა ფუნდამენტი იყო რადგან მაშინ განათლებას სხვა ფასი ჰქონდა. მე ვფიქრობ რომ დღეს განათლების მიზანი არის არა მოფიქრება სწორი პასუხის, არამედ ამორჩევა სწორი პასუხის. შენი ამოცანა ის კი არ არის რომ გაიაზრო, არამედ შენი ამოცანაა რომ ამოიცნო. ეს კი აჩქარებს და აადვილებს ყველაფერს. ალბათ დამეთანმებით რომ ადვილი გზით სიარული ყოველთვის კარგი არ არის.

საინტერესოა ალბათ ვილაპარაკოთ საზეპიროების მნიშვნელობაზე. სკოლაში ხშირად ამ საკითხს აზრთა სხვადასხვაობა მოსდევს. არიან ადმიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ საზეპიროები მნიშვნელოვანია, რადგან ნაწილია კულტურის, მათ შორის რაფსოდული ტიპის კულტურისა, სადაც პროსოდიულია ასე ვთქვათ ბგერწერაზე, მეტყველებაზეა დაფუძნებული. ვიღაცეები კი ამბობენ რომ ეს პირიქით ხელს უშლის საკითხის გააზრებას განსაკუთრებით კი სკოლაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, საზეპიროები უნდა იყოს თუ არა?

ბავშვი ძალიან ადვილად იმახსოვრებს ჩვენთვის განსაცვიფრებელი მოცულობის ტექსტს. ამიტომ მე არ მგონია რომ ეს ბავშვებზე ძალადობა და დატვირთვა იყოს. მეორე ის რომ მე როგორც ვიცი, გარკვეულ ასაკში ბავშვის განვითარებისთვის ლექსის ზეპირად თქმა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ნათლადაა ამის საჭიროება გააზრებული რატომაც არა.

ანუ სკოლებში ეს მეტ-ნაკლებად ნებაყოფლობითი უნდა იყოს მაგრამ მოცემულობად უნდა დარჩეს, თქვენი რეკომენდაცია ამის შესახებ.

ეს ძალიან იდეალისტური რეკომენდაციაა. ჩემი სურვილი იქნებოდა რომ პედაგოგს ვენდოთ და მას მივცეთ საშუალება ყველა კონკრეტული მოწაფის მიმართ სწორი გადაწყვეტილება მოძებნოს.

ჩვენი ბოლო, ტრადიციული კითხვა, რეკომენდაცია სპონტანურად. სამი წიგნი, რომელსაც დაუტოვებდით რჩევად ჩვენს მსმენელს.


კაზუო იშიგურო - ,,როცა ობლები ვიყავით“.
ფრიდრიხ დურენმატი - ,,რომულუს დიდი“.
ალბერ კამიუ - ,,უცხო“.



  • Crew 7 feat. Geeno Fabulous

    Billie Jean Guess Who Remix
  • Timomatic

    Timomatic
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    I Feel It Coming Cosmic Dawn Remix