„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მსოფლიოს 50 ქვეყნის 1000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას

„თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი 28-29 ნოემბერს გაიმართება. ფორუმში მსოფლიოს 50 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით ტარდება. ამ თემაზე სასტუმრო „ბილტმორში,“ სადაც ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის სამუშაო შტაბია გახსნილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ბრიფინგი გამართა.

გენადი არველაძის განცხადებით, ღონისძიების მნიშვნელობა ძალიან დიდია და შესაბამისად, წელს დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია.

„ფორუმზე თხუთმეტზე მეტ მინისტრს ველოდებით, ასევე გვესტუმრებიან მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ მინისტრები და სლოვენიის ვიცი პრემიერი. ფორუმზე ჩამოვლენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები. საერთო ჯამში, ველოდებით 34 ქვეყნის უმაღლეს პირს და ასევე მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელს“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, აბრეშუმის გზის ინიციატივა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, იყო საქართველო.

„ჩვენ ფორუმით ვაგრძელებთ ინიციატივის მხარდაჭერას და ვართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში ამ პროექტში ჩართულობის ნაწილში. ფორუმი ასევე ემსახურება ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას – ჩვენ ველოდებით ამ ნაწილში სხვადასხვა მემორანდუმზე ხელმოწერას, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.



  • Crew 7 feat. Geeno Fabulous

    Billie Jean Guess Who Remix
  • Timomatic

    Timomatic
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    I Feel It Coming Cosmic Dawn Remix