სპორტული აქტივობები ბათუმის სანაპიროზე

თუ ბათუმში დასვენება გადაწყვიტეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ზღვისპირა ქალაქში მრავლად არის ისეთი ადგილები რომლებიც ხელს შეგიწყობთ სპორტით უფასოდ ან მინიმალური დანახარჯით დაკავდეთ.

გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

ცურვა

ზღვისპირა ქალაქში საუკეთესო სპორტული აქტივობა - ცურვაა. ის განსაკუთრებული სპორტის სახეობაა, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემისათვის. ამაღლებს სხეულის საერთო ტონუსს, ასევე ეხმარება დაძაბულობის მოხსნას. ცურვა საშუალებას გვაძლევს ვებრძოლოთ ზედმეტ წონას, ის აძლიერებს გულს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ქვიშის ფეხბურთი და ფრენბურთი

ბათუმის ბულვარში ზაფხულის სეზონზე სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახეობებია ქვიშის ფეხბურთი და ფრენბურთი. ბათუმის ზღვისპირა ზოლში საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ ქვიშის მოედნებზე, ყოველწლიურად სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირი და შეჯიბრება იმართება. თუმცა, ბათუმის ქვიშის მოედნებით სარგებლობა ჩვეულებრივ დამსვენებლებსაც შეუძლიათ.

ტრენაჟორები

ბათუმის ბულვარის მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას არის მოწყობილი ტრენაჟორები, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს უფასოდ შეუძლია. სანაპირო ზოლის გასწვრივ სავარჯიშო ტრენაჟორების დიდი არჩევანია და ნებისმიერ დამსვენებელს თავისუფლად შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი.

ბათუმველო

ქალაქის დათვალერების საუკეთესო საშუალებაა ველოტრანსპორტი. ბულვარის ზღვისპირა ზოლის სხვადასხვა ლოკაციებზე, ველომოყვარულთათვის განთავსებულია ველო-ტერმინალები, საიდანაც შესაძლებელია შესაბამისი ბარათის საშუალებით ველოსიპედით სარგებლობა. ბათუმველოთი სარგებლობისათვის შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ფასის პაკეტები.

ბათუმველო საშუალებით თქვენ შეგიძლიათ 4 ლარად ერთი დღით ისეირნოთ ველოსიპედით. ბათუმველოს სადგურები მთელ ბულვარშია განთავსებული და ტრანსპორტის გამოყენება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight