სლოვენიიის ნაკრები ევრობასკეტის ფინალში პირველად იასპარეზებს

სლოვენიის კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში პირველად ითამაშებს.

ევრობასკეტის ნახევარფინალში იგორ კოკოშკოვის გუნდმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი- 92:72 დაამარცხა. სლოვენიელთა კაპიტანი გორან დრაგიჩი პარტნიორებს 15 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით დაეხმარა. ენტონი რენდოლფმა საკუთარ აქტივში ასევე 15 ქულა ჩაიწერა. ლუკა დონჩიჩს სამმაგ დუბლამდე მორი შედეგიანი გადაცემა დააკლდა. 18 წლის მოთამაშემ 11 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.

ესპანელთა მხრიდან 16 ქულით საუკეთესო იყო ვეტერანი ცენტრი პაუ გასოლი. რიკი რუბიომ 12 ქულა მიითვალა. მარკ გასოლის მონაგარმა 12 ქულა შეადგინა.

ევრობასკეტ-2017-ის მეორე ფინალისტის ვინაობა რუსეთისა და სერბეთის დუელში გამოვლინდება. ხსენებული მატჩი დღეს სტამბულში ''სინან ერდემ არენაზე'' თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი 17 სექტემბერს გაიმართება.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight