''სკუადრა აძურას'' რობერტო მანჩინი ჩაიბარებს?

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა რობერტო მანჩინი დაინიშნოს. ამ ინფორმაციას გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

''ზენიტის'' ამჟამინდელი თავკაცის გარდა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჯამპიერო ვენტურას პოტენციურ შემცვლელად ასევე ''იუვენტუსის'' დამრიგებლის მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში შვედეთთან განცდილი ფიასკოს შემდეგ ''სკუადრა აძურას'' მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ განაცხადა თითქოს თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნული ინფორმაცია თავადვე უარყო.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight