''სკუადრა აძურას'' ფიასკომ ქვეყანა 1 მილიარდი ევროთი დააზარალა


იტალიის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა ქვეყანას 1 მილიარდი ევროთი აზარალებს. ამის შესახებ პორტალ Goal.com-თან საუბარში ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანკო კარარომ განაცხადა.

- დიახ, ჩვენმა ქვეყანამ 500-600 მილიონი ევრო დაკარგა. ირიბი დანაკარგების ჩათვლით კი ზარალი 1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს,- აღნიშნა ფრანკო კარარომ Goal.com-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთში გასამართი მუნდიალის ფლეი-ოფში აპენინელები შვედეთთან ორრაუნდიან დუელში- 0:1 დამარცხდნენ და მსოფლიო ჩემპიონატს საკუთარ ისტორიაში მეორედ გამოტოვებენ. პირველად ამ ქვეყნის უმთავრესი გუნდი 1958 წელს სწორედ შვედეთში ჩატარებულ მსოფლიო თასზე ვერ მოხვდა.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight