სხეულის მოვლა

სხეული —ცოცხალი ორგანიზმის განუყოფელი ფიზიკური მასალა. სიტყვას "სხეული" ხშირად იყენებენ გარეგნობის, ჯანმრთელობის საკითხებთან და სიცოცხლესთან დაკავშირებით. ცოცხალი ორგანიზმის სხეულს ფიზიოლოგია შეისწავლის.
მოვლილი კანი ჯანმრთელობის საწინდარია.

წელიწადის სხვადასხვა პერიოდთან ერთად თქვენს კანს ინდივიდულაური და სხვადასხვა ინტენსივობის მოვლა სჭირდება.

ყურადღებით შეარჩიეთ ტანის მოვლის საშუალებები, გაეცანით ინსტრუქციას, მოხმარების წესს, რადგან ეს აუცილებლად აისახება თქვენს საერთო მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე მომავალში.


სხეულის კანის მოვლა – სხეულის გაწმენდა: შხაპი. როგო მივიღოთ სწორად შხაპი?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის გასუფთავება საღამოს – ეს დაგეხმარებათ სწრაფად ჩაძინებაში და ძილი იქნება უფრო ღრმა, აქედან გამომდინარე გაუმჯობესდება სისხლისმიმოქცევა. როგორ მივიღოთ შხაპი სწორად? საღამოს უმჯობესია თბილი შხაპის მიღება (არც ცხელი და არც ცივი – ისინი ტონუსის მომატებას ახდენენ.). ყოველდღიური შხაპის ხანგრძლივობა არის 5-6 წთ. დილით და საღამოს დაბანის შემდეგ კარგია ცივი წყლის ან კონტრასტული შხაპის გადავლება: ჯერ ცხელი წყლით, შემდეგ ცივით – 3-5 -ჯერ მონაცვლეობით. შხაპის მიღების დროს გაიხეხეთ სხეული ღრუბლით, ხავერდოვანი სახეხით წრიული მოძრაობით ქვემოდან ზევით, დაწყებული ფეხის თითებიდან – ეს აშორებს კანს გარქოვანებულ უჯრედებს და აჩქარებს კანში ცვლის პროცესებს.
ნორმალური და ცხიმიანი კანის შემთხვევაში შეიძლება შხაპის გელის ან საპნის გამოყენება. გელი კარგად წმენდს და ატენიანებს კანს, ანიჭებს მას სასიამოვნო არომატს და სიჯანსაღეს. თუ კანი ძალიან მშრალია, მაშინ საჭიროა საბავშვო საპნის გამოყენება, აგრეთვე ოდნავ სველ კანზე კრემის და ზეთის წასმა. მკვებავი კრები უნდა წაისვათ მსუბუქი მასაჟორული მოძრაობებით სრულ შეწოვამდე. კრემი ატენიანებს და კვებავს კანს, ხდის მას გლუვს და ხავერდოვანს. კრემები შეიცავენ ისეთ ნივთიერებეს, რომლებიც იცავენ ცელულიტების წარმოქმნისგან და კანის დაბერებისგან.



სხეულის კანის მოვლასხეულის გაწმენდა: აბაზანა. როგორ მივიღოთ სწორად აბაზანა?

აბაზანები აგრეთვე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს კანის გასუფთავებაში. თუმცა, ზოგიერთები აბაზანის შემდეგ თავს გრძნობენ კარგად, ზოგს კი ის ადუნებს. ყველაფერი დამოკიდებულია არა მარტო წყლის ტემპერატურაზე, არამედ აბაზანის მიღების ხანგრძლივობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ ნივთიერებებზე რომელსაც მასში ამატებენ. ამიტომ, აბაზანას ამზადებენ და იღებენ ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
ჩვეულებრივი ტემპერატურა ყოველდღიური აბაზანისთვის არის 35-37 გრადუსი, ხანგრძლივობა კი 10წთ. ცხელი აბაზანა – 38-39 გრადუსი, მიიღება კვირაში ერთხელ. სხეულის კანის სიმკვრივის მომატების მიზნით რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ აბაზანის მიღებამდე, მთლიანი სხეულის დაზელვა ჩვეულებრივი მარილით. თასში ჩაყარეთ 200გ. მარილი, ოდნავ დავასველოთ და შევიზილოთ მთელს სხეულზე, დაწყებული კიდურებიდან. აბაზანის შემდეგ რეკომენდირებულია ცივი შხაპის მიღება, რათა ფორები გაფართოვდეს და ხელახლა შევიწროვდეს.

 



  • Justin Timberlake

    Lovestoned
  • Lynyrd Skynyrd

    Lynyrd Skynyrd
  • Alan Walker

    Alone Mikis Remix Radio Edit