Singles Day-ზე ჩინეთში 25,4 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიყიდა

ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შოპინგის დღეზე - Singles Day ახალი რეკორდი დამყარდა. 24 საათში ჩინეთში 25,4 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიყიდა.

ელექტრონული კომერციის ჩინურმა გიგანტმა Alibaba-მ განაცხადა, რომ შაბათის გაყიდვებმა შარშანდელ მაჩვენებელს ვაჭრობის დაწყებიდან 13 საათში მიაღწია.

Alibaba-ს ინფორმაციით, მხოლოდ პირველ 2 წუთში მომხმარებლებმა 1 მილიარდი დოლარის პროდუქცია შეიძინეს. ჩინურ შოპინგის დღეზე წელს გაყიდვები 40%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერი ჩინეთში Singles Day – ის ( მარტოხელათა დღე) სახელითაა ცნობილი, რომელიც Alibaba – ს წყალობით დიდი ფასდაკლების დღედ იქცა.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight