სი ძინფინგმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვით დაიწყო

ჩინეთის კომუნისტური პარტიის რიგით მე-19 ეროვნული ყრილობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გახსნა. მან ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი გეგმის ფარგლებში, იმ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დაიწყო, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ჩინეთი დიდ წინსვლას მიაღწევს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია   მშვიდობიანი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შექმნა, რომელიც  გლობალურ პარტნიორობასა და  სხვა ქვეყნების ინტერესების დაახლოებას მოიცავს.

ჩინეთი იწყებს მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას კლიმატური ცვლილებების დასარეგულირებლად და როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, იგი მზად არის ითანამშრომლოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან კლიმატის ცვლილებების დაძლევის მიმართულებით.
ჩინეთის ეროვნულ ყრილობაზე განსახილვევლი საკითხების ნაწილი  ასე გამოიყურება:  ეკონომიკური ზრდის სისტემების გაუმჯობესება, ფართო საინვესტიციო გარემო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ძლიერი და მოდერნიზებული არმია, საზღვაო, საჰაერო  და სარაკეტო ძალების გაძლიერება, მწვანე განვითარების ხელშეწყობა.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight