შვეიცარია- საოცრებათა ქვეყანა

შვეიცარია- დასავლეთ ევროპაში მდებარე ფედერაციული რესპუბლიკა. ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია. ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ,,ფედერალური ქალაქი“ — ბერნი.

ქვეყნის ინგლისური დასახელება Switzerland მომდინარეობს სიტყვიდან Switzer რომელიც შვეიცარიელების მოძველებული ვარიანტია და გამოიყენებოდა 16-19 საუკუნეებში.
1499 წელს კი ,,შვაბიური" ომის შემდეგ სახელი მთელს კონფედერაციას ეწოდა.
შვეიცარიის უგრძესი მდინარეა რაინი, რომელიც შვეიცარიის ტერიტორიაზე გაედინება 375 კმ-ზე.
უდიდესი მყინვარია ალეჩის მყინვარი, ბერნის ალპები.



რესურსები - ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი.
ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 305 მლრდ $.
ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 40 630 $.
ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი.
ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი.

შვეიცარია ქვეყანაა, სადაც არცთუ დიდ ფართობზე თავმოყრილია ალპების მწვერვალები, ულამაზესი ტბები, ჩანჩქერები, კარგად მოვლილი ძველი ქალაქები, რომლებიც ინარჩუნებენ თავის ისტორიულ სახეს და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებას. ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების სიუხვის გამო შვეიცარია ტურისტების ერთ-ერთ გამორჩეულ და საყვარელ ადგილად იქცა.
აღსანიშნავია საოცარი სილამაზით გამორჩეული,შვეიცარიის ალპებში მდებარე კურორტი ცერმატი. 

შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე მდებარე გიგანტური პირამიდის ფორმის მქონე მწვერვალი 4477 მ სიმაღლისაა ზღვის დონიდან და პირველად ინგლისელებმა დაიპყრეს 1885 წელს. მწვერვალის დაპყრობა განსაკუთრებულ ალპინისტურ გამოცდილებას მოითხოვს.
შვეიცარია ცნობილია უნიკალური ეკოლოგიური პირობებით. აქ დიდ ყურადღებას უთმობენ  ორგანიზმის გაჯანსაღებასა  და რეაბილიტაციას, სადაც აღინიშნება  მაღალი მიღწევები  განპირობებული  რეგიონის უნიკალური კლიმატური პირობებით.

შვეიცარიაში დასვენება და მკურნალობა წარმოადგენს  აკომპლექსურობას რომელიც შეიძლება ეტალონად ჩაითვალოს არამედ ნამდვილ ბრენდს ამ სფეროში, რომელიც  ეტალონია არა მარტო ევროპული ქვეყნებისათვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის.



  • Sam Hunt

    Take Your Time
  • Tim McGray

    Tim McGray
  • Michael Jackson

    Love Never Felt So Good Feat. Justin Tim...