შენგელიას ''ბასკონიას'' პრიჯიონი უხელმძღვანელებს


''სასკი ბასკონიას'', რომლის რიგებშიც თორნიკე შენგელია ირიცხება, ამიერიდან პაბლო პრიჯიონი გაწვრთნის. ამის შესახებ ვიტორიელების საკუთარი ვებ-გვერდი იტყობინება.

40 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა ხსენებულ პოსტზე სიტო ალონსო შეცვალა, რომელიც ''ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. პრიჯიონიმ ბასკებთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთამერიკელს სამწვრთნელო ლიცენზია არ გააჩნია და ჯერ კიდევ გასულ სეზონში სწორედ ''ბასკონიას'' მაისურით გამოდიოდა.

სიტო ალონსომ კი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი ''2+1''-ის სისტემით გააფორმა. ალონსომ ამ თანამდებობაზე ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს ბარცოკასი ჩაანაცვლა, რომელიც ''ბარსელონასთან'' ერთად მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight