შანდონგის პროვინციის ქალაქ ხძ-ში ფორუმი ,,ერთი სარტყელი ერთი გზა" გაიმართა

2017 წლის 13-16 ოქტომბერს, შანდონგის პროვინციის ქალაქ ხძ-ში ფორუმი ,,ერთი სარტყელი ერთი გზა" გაიმართა. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა ქართულმა მხარემ მიიღო, რომლის წარმომადგენლობაში შედიოდა საქართველოს სავაჭრო პალატა, ჩინურ მხარეს კი წარმოადგენდა ქაალაქ ხძ-ს მერია და სახელმწიფოს საინვესტიციო ტექნოლოგიური განვითარების ფონდი.

ფორუმის ოფოციალური მომხსენებლები გახლდნენ საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი გიორგი ვეკუა, კომპანიის "Tiangbei Limited" პრეზიდენტი ბექარ მიქაბერიძე, ქალაქ ხძ-ს მერი, ამავე ქალაქის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე და სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები. 

ფორუმზე მთავარი განხილვის თემას წარმოადგენდა ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა, პროდუქციის ეფექტური ექსპორტ-იმპორტის საკითხი და ორ ქვეყანას შორის არსებული ტურიზმის პოტენციალის გაზრდა.

ქალაქ ხძ-ში ჩატარებული ფორუმი ქართული ნაციონალური ცეკვებითა და ქართული სამზარეულო პავილიონების წარდგენით გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული ტრადიციებისა და კულტურის ჩვენებამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქალაქის მოსახლეობა 10 მილიონს აჭარბებს.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight