"სელტიკსის" პირველ პიკს "სიქსერსი" მიიღებს

NBA-ს 2017 წლის დრაფტზე "ბოსტონ სელტიკსის" პირველ პიკს "ფილადელფია სიქსერსი" მიიღებს. ამ ინფორმაციას NBA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

პირველი პიკის სანაცვლოდ NBA-ს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 2017 წლის დრაფტის მე-3 პიკსა და მომავალი დრაფტის პირველი რაუნდის პიკს მიიღებს.

კლუბის ხელმძღვანელებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ მარკელ ფულცმა, რომელიც დრაფტის პირველ პიკად მოიაზრება, "სიქსერსის" სავარჯიშო ბაზაზე ივარჯიშა.