სამშაბათს მომხდარი 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სიჩუანში 19 ადამიანი იმსხვერპლა

სამშაბათს მომხდარი 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სიჩუანში 19 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 6 ტურისტია.

CCTV- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 378 ადამიანს აღწევს, მათ შორის 37 უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

მიწისძვრის პერიოდში, ის ყველა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს სტუმრობდა ძიუჯაიგოუში, სტიქიის ზონიდან გაიყვანეს.

ჩინეთის ცენტრალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ სტიქიური უბედურებისთვის 260 მილიონი იუანი (38.9 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო.

580 ცალი კარავი, 1000 ცალი საბანი, 160 საწოლი და 415 ყუთი მინერალური წყალი გაგზავნილია მიწისძვრის დარტყმის ლოკაციაზე. საგანგებო თავშესაფრებში 9000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი განთავსდა.
ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა ჩინეთის მთავრობას და იქვე დასძინა, რომ ისინი მზად არიან დახმარების გაწევისთვის.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight