საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჩეხეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა

თბილისის  მერიის  თასის პირველ  შეხვედრაში  საქართველოს ნაკრებმა  ჩეხეთის  ეროვნული  გუნდი   87:76 დაამარცხა. მატჩის  პირველი  ნახევარი  გარდამავალი  უპირატესობით  მიმდინარეობდა, თუმცა  საქართველოს  ნაკრებმა  შეხვედრის  პირველ  ეტაპზე მოახერხა   უპირატესობის  მოპოვება  და  მეტოქე 45:38 დაამარცხა. მეორენახევარი  საქართველოს  ნაკრების  სრული უპირატესობით  წარიმართა.  

 ეროვნული  გუნდის  რიგებიდან   გამორჩეული  მექულე 22  ქულით  თორნიკე შენგელია  გახდა. 14-14 ქულით  გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი და ზაზა ფაჩული გახდა, ასევე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორმაგი დუბლი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 13 აგვისტოს  ჩაატარებს. შეხვედრაზე  დასწრება  თავისუფალია.  



  • Alan Walker

    Alone Mikis Remix Radio Edit
  • Merry Christmas

    Merry Christmas
  • Maroon 5 + Christina Aguilera

    Moves Like Jagger