საქართველოს პირველი მედალი ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატიდან

ანაჰაიმში (აშშ) მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის ფიცარნაგზე, საქართველოს ნაკრებიდან პირველი მედალი შოთიკო მიშველიძე (62 კგ.)მოიპოვა.

მიშველიძემ ატაცში ორი მისვლა გამოიყენა და საბოლოო ჯამში 135 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო აკვრაში სამვე ცდა  ზუსტი იყო და 163 კილოგრამი დასძლია. აღსანისნავია, რომ პირველმა ქართველმა ძალოსანმა ატაცში ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო აკვრაში მეხუთეზე.

ორჭიდში კი 298 კილოგრამით შოთა მიშველაძე პირველადგილოსან კოლუმბიელ ფრანსისკო ვალენსიას ორით, ხოლო მეორეადგილოსან იაპონელ იოჩი იტოკაზუს ერთი ქულით ჩამორჩა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.



  • Timomatic

    Parachute
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    The Weeknd Feat. Daft Punk
  • Nabiha

    Animals (Dj Nejtrino & Dj Baur Remix)