საქართველოს ექსპორტიორ ქვეყნებში ჩინეთი მესამე ადგილზეა

საქართველოს ექსპორტიორ ქვეყნებში რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი ლიდერობს.

იანვარ-მაისის მონაცემები საქსტატმა გაავრცელა, რომლის მიხედვით რუსეთში ექსპორტმა 151 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მოცულობის 15 პროცენტია. მეორე ადგილზეა თურქეთი, სადაც ექსპორტმა 97 მილიონი დოლარი შეადგინა (მთლიანი მოცულობის 9.7%). მესამე პოზიციაზე კი ჩინეთია, სადაც ექსპორტი 82 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 5 თვის ექსპორტის 8.2 პროცენტია.

საექსპორტო ბაზრების ხუთეულში სომხეთი და ბულგარეთიც შედიან.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მიხედვით თურქეთი ლიდერობდა, მეორე-მესამე პოზიციაზე კი ჩინეთი და რუსეთი იყვნენ.