საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 49.35%-ით გაიზარდა

2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 49.35%-ით  გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად 3 258 382 მგზავრია გადაყვანილი, რაც 49.35%-ით (1 076 699 მგზავრით) მეტია წინა წელთან შედარებით (2 181 683 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 

2017 წლის 9 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 714 629 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 2 440 067 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 725 438 მგზავრი). მგზავრების ნაკადი კი 41.42%-ით გაიზარდა;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 77.82%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 9 თვეში აეროპორტი 182 588 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 324 677 მგზავრი შეადგინა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით კი 428 314 მგზავრმა ისარგებლა, რაც 58.31% ით (157 762 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ  მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 4 725-ით მეტი რეისი შესრულდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 16 215, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 13 696, ხოლო ჩარტერების 2 519. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 41.12%-ია.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight