საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილე აღინიშნა

განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, განვითარების სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წლის იუბილე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო ნაწილში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, სტუმრებს დახვდათ მრავალფეროვანი პროგრამა ცოცხალი მუსიკით, თოქ-შოუებით, წარმოდგენებითა და სხვადასხვა თამაშებით. მონაწილე 14 გერმანული ორგანიზაცია წარმოდგენილი იყო სპეციალური სტენდებით, სადაც სტუმრებს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა შეეძლოთ. ბავშვებს ხატვის, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნისა და პრიზების მოგების საშუალება ჰქონდათ. 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საზეიმოდ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩიმ გახსნა.

„საქართველომ და გერმანიამ ზუსტად 25 წლის წინ აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობა, გერმანია მაშინვე ჩაერთო საქართველოს განვითარების პროექტებში და დღეის მდგომარეობით ქვეყნის დახმარებისთვის 820 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი. ჩვენ რა თქმა უნდა ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ და თანამშრომლობის ახალი პროექტები შეიქმნება“, - განაცხადა ჰაიკე ფაიჩიმ.

ღონისძიების გახსნას თბილისის მერის პირველი მოადგილე ლაშა აბაშიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ, რომლებმაც ამ დღის მნიშვნელობაზე და ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„დღეს აღვნიშნავთ საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო საქართველოსთვის. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რასაც გერმანიის მთავრობა საქართველოს უწევს ევროინტეგრაციულ გეგმებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველას ეს მრგვალი თარიღი და დარწმუნებული ვარ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა. კერძოდ, ფორუმ თეატრი World Vision; მე-6 საავტორო სკოლის გუნდი "გეორგიკა"; ინტერვიუ გერმანიიდან დაბრუნებულ ქართველ ექსპერტებთან; ახალგაზრდა მხატვართა ხელოვნების კონკურსი "საქართველოს მწვანე მომავალი"; პანელური დისკუსია: "საქართველოს ახალგაზრდობა მომავალს უყურებს"; მოძრაობის თეატრის წარმოდგენა "ლაბირინთი" გარემოსდაცვით და ბიომრავალფეროვნების თემაზე; ბენდ Yellow-ს კონცერტი.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight