საბერძნეთმა ევრობასკეტის ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საბერძნეთის ნაკრებმა ევრობასკეტის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მე-5 ტურში ბერძნებმა პოლონელები- 95:77 დაამარცხეს, რის შედეგადაც A ჯგუფში 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-4 ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულთაგან 26 ქულით საუკეთესო იყო კოსტას სლუკასი. ნიკ კალატესმა 24 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა.

A ჯგუფის გამარჯვებული სლოვენიის ნაკრები გახდა, რომელმაც ხუთივე მატჩის მოგება შეძლო. ჯგუფური ტურნირის დასკვნით დაპირისპირებაში იგორ კოკოშკოვის გუნდმა საფრანგეთს- 95:78 მოუგო. სლოვენიელთა კაპიტანმა გორან დრაგიჩმა საკუთარ აქტივში 22 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა. 18 წლის უკანახაზელი ლუკა დონჩიჩი თანაგუნდელებს 15 ქულით, 9 მოხსნითა და 3 პასით დაეხმარა.

ამავე ჯგუფში ფინეთმა ისლანდიას დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ- 83:79 სძლია.

ამგვარად, Eurobasket-2017-ის 1/8-ფინალურ ეტაპზე შემდეგი ნაკრები იასპარეზებენ: სლოვენია, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლიტვა, გერმანია, იტალია უკრაინა, ესპანეთი, ხორვატია, მონტენეგრო, უნგრეთი, ლატვია, სერბეთი, რუსეთი და თურქეთი.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight