საბავშვო კოსმეტიკის შერჩევის და გამოყენების წესები

საბავშვო კოსმეტიკის არჩევა მშობლის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას, ცოდნას და დაკვირვებას მოითხოვს. იმის გამო რომ დღეს, ჰიგიენის სექციაში, თითქმის ყველა დაწესებულებაში შეხვდებით მსგავსი ტიპის კოსმეტიკურ საშუალებებს, ორმაგად ყურადღებით უნდა იყოთ.
თუ თქვენ სპეციალისტან ამ თემაზე შეთანხმებას ვერ ახერხებთ, აუცილებლად გეყოლებათ გარშემო ნათესავი, მეგობარი, ახლობელი, რომელსაც მსგავსი თემის შესახებ გარკვეული ინფორმაცია ექნება, ნუ დაიზარებთ, ჰკითხეთ, რათა სწორად გააკეთოთ არჩევანი და თავიდან აიცილოთ მთელი რიგი გართულებები.
 დღეისათვის საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ფართო არჩევანია, პროდუქციის სწორად შერჩევა კი ცოდნას მოითხოვს.
შეიძინეთ საბავშვო კოსმეტიკა მხოლოდ სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ადგილებში,  სპეციალიზირებლ მაღაზიაში და კიდევ უფრო სასურველია, რომ შეიძინოთ აფთიაქში, არამც და არამც ბაზრობებზე და სხვა შეუსაბამო ადგილებზე.
შეარჩიეთ საბავშვო კოსმეტიკა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის. როგორც წესი, ახალშობილებისათვის განკუთვნოლ კოსმეტიკას ნეიტრალური სუნი აქვს, მსუბუქი არაცხიმოვანი კონსისტენციისა და არ შეიცავს საღებავებს, ამიტომაც უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პატარასათვის;
იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ საბავშვო კოსმეტიკა, მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ და თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო მოვლენები, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:


საბავშვო კოსმეტიკა დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ხარისხიანი ნედლეულისგან;


ყველა ინგრედიენტი დაშვებული უნდა იყოს ძუძუთა და ადრეული ასაკის ბავშვებისათვის;

საბავშვო კოსმეტიკა უნდა გადიოდეს ტესტს უსაფრთხოებაზე და უნდა იყოს სერტიფიცირებული;

ბავშვის მოვლის ნებისმიერ საშუალებაზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი, მასში შემავალი ინგრედიენტები: კონსერვანტები, არომატიზატორები, ემულგატორები.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight