საახალწლო სუფრა და გულით მომზადებული კერძები

 ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ყველა  ოჯახში მატულობს ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა იყოს მათ საახალწლო სუფრაზე. 31 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე კი საახალწლო ბაზრობა ყველაზე პოპულარული ადგილი ხდება. ქართველები ტრადიციულ სუფრას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც ადრე, შესაბამისად სურვილი იმისა, რომ მაგიდაზე თეფშის კი არა ჩანგლის დასადები ადგილიც აღარ დარჩეს, ყოველ ჯერზე იზრდება. ახლლოვდება ეს ნანატრი დღე ოჯახის თითქმის ყველა წევრი ჩართულია ამ ძალზე საპასუხისმგებლო საქმეში.

    არის რამდენიმე კერძი რომელსაც, რომელ ოჯახშიც არ უნდა მივიდეთ,  საახალწლო სუფრაზე აუცილებლად დავინახავთ.

საცივი - ამ კერძის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია, მთავარი შემადგენელი ელემენტი კი ნიგოზი და ქათმის ხორცია (ან ინდაურის- სურვილის მიხედვით).

გოზინაყი -შეუცვლელი ტკბილეული საახალწლო სუფრაზე. ნიგოზი და ხარისხიანი თაფლი აქ დიდ როლს თამაშობს , აუცილებელია თაფლი იყოს ნატურალური იმისთვის რომ სასურველი გემოს მქონე ტკბილეული მივიღოთ.

ხაჭაპური

იმერული მეგრული, გურული, აჭარული ერთად ან ერთერთი მაინც ქართულ სუფრას აუცილებლად ამშვენებს. კარგი ყველი და კარგი ცომი აქ უმთავრესია.

ოლივიე - სალათი რომელიც ყველაზე ადვილად მოსამზადებელია და ბოსტნეულთან ერთად კარგ შეზავებას და სანელებლებს მოითხოვს. ყველა სუფრას ალამაზებს და ამრავალფეროვნებს.

მწვადი - საახალწლო სუფრაზე, სადაც მამაკაცები სჭარბობენ, მწვადის მირთმევის სურვლილი ყოველთვის დიდია. შესაბამისმად ღორის მწვადიც არაერთ სუფრაზე გვხვდება - თუმცა სასურველია თუ თვითონვე მოამზადებენ :) ისინი ამ საქმეში ჩალაღაჯის ნაჭერს ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც ცალკე ნაკლები მომზადება სჭირდება.

ჩურჩხელა -  წითელი თუ თეთრი, ნიგვზით თუ თხილით - ყველანაირი სახის ჩურჩხელა სუფრის განუყოფელი ნაწილია.

გოჭი - თუ პირში ბოლოკგაჩრილი არა კარგად შებრაწული გოჭი მრავალკაციან სუფრას ნამდვილ საახალწლო ელფერს აძლევს. რომლის დანახვაზე სუფრიდან ყველა დგება და დიასახლისს ეგებება რათა ეს ფრიად საჭირო და საყვარელი კერძი სუფრის ცენტრში მოათავსონ.

ჭარხლის სალათი - ოლივესთან და სტაფილოს სალათთან ერთად ხშირად წითელი ჭარხლის სალათით სუფრის დამშვენება და გამრავალფეროვნება დიასახლისებს ძალიან უყვართ.

ბადრიჯანი ნიგვზით - დავჭრათ და შევწვათ ბადრიჯანი, მოვამზადოთ ნიგვზისა და სუნელებისგან შიგთავსი და წავუსვათ შემწვარ ბადრიჯნის ნაჭრებს, დავახვიოთ და თეფშზე დავალაგოთ, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები, ქართული სუფრის განუყოფელი კერძიც მზადაა.

რადიო Jako.fm-ის დილის გადაცემის სტუმარი, რესტორატორი ვახო კანდელაკი საახალწლო სუფრაზე გვირჩევს, რომ ყვითელი ძაღლის წელიწადს არცისე გადატვირთული სუფრით დავხვდეთ.  

„ფანტაზია და მარჯვე ხელები არის ყველაზე მნიშვნელოვანი საწინდარი წარმატებისთვის. სამზარეულოში შენი თავის რეალიზებას ახდენ და ცდილობ თანამედროვეობას აუწყო ფეხი... ხშირად მსმენია „ბებიაჩემს ისეთი გემრიელი ხელი აქვს ნიგვზიან ბადრიჯანს აკეთებსო“ - დაივიწყეთ, არ არსებობს გემრიელი ხელი - ყველაფერი გულია, გული და ობიექტი. სწორედ ამიტომ გამოდის შვილისთვის და მეუღლისთვის მომზადებული საკვები ყველაზე გემრიელი“