როგორ გავმდიდრდეთ - დონალდ ტრამპის რჩევები

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ცნობილი ბიზნეს-მაგნატი, ინვესტორი და რეალითი შოუს ვარსკვლავი დონალდ ტრამპი, თავის წიგნში „ტრამპი: როგორ გავმდიდრდეთ“, რომელიც 2004 წელსაა გამოცემული, დამწყებ და შემდგარ ბიზნესმენებს ბიზნესის საიდუმლოებებს უმხელს.

ტრამპი 2016 წლის მონაცემებით, Forbes-ის სიაში 156-ე ადგილს იკავებს 3.7 მილიარდი დოლარით. ბიზნეს მაგნატი წიგნში მომავალ მეწარმეებს აძლევს რჩევებს, თუ როგორ გამოიმუშაონ პირველი მილიარდი:

ყოველთვის კარგად ჩაიცვით - ოდესღაც ვამაყობდი იმით, რომ იაფ კოსტიუმებსა და სხვა სამოსს ვყიდულობდი. მეჩვენებოდა, რომ სულაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ათასობით დოლარის ხარჯვას კარგ კოსტიუმში, როცა შეიძლებოდა, 100 დოლარადაც მეყიდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ არ ვიყავი მართალი. ახლა ძალიან ხარისხიან ფეხსაცმელს ვყიდულობ და შემიძლია, სამუდამოდ ვატარო, როცა იაფფასიანი ფეხსაცმელი მალე ცვდება და ყოველთვის ზუსტად იმ ღირებულების ჩანს, რამედენიც მასში გადახდილი გვაქვს. ის, თუ როგორ ვიცვამთ, ბევრ რამეს მეტყველებს ჩვენ შესახებ მანამ, სანამ საუბარს დავიწყებთ და რაც უფრო სოლიდურად გამოვიყურებით, მით უფრო მეტ ნდობასა და პატივისცემას ვიმსახურებთ საქმიან წრეებში.

განგებ გაიფუჭეთ რეპუტაცია - საგულდაგულოდ შერჩეული წვრილ-წვრილი ინფორმაცია გაეცით, კარგად მოფიქრებული პროვოკაციული მოსაზრებები გამოთქვით, რათა ნახოთ, როგორი იქნება რეაქცია. რაღაც მოულოდნელს რომ იტყვით, საკმაოდ დიდ შედეგს მიიღებთ. აღმაშფოთებელი შენიშვნა შემეძლო გამეკეთებინა თათბირზე, რათა მენახა, სხვა მონაწილეები დამეთანხმებოდნენ თუ შემეწინააღმდეგებოდნენ. ეს კარგი საშუალებაა მათ შესაფასებლად, ვინც გვერდით მოგყვება.

ნუ შეგეშინდებათ ხურდის დაბრუნება - თუ თქვენზე ზეწოლას ახდენენ, იმავეთი უპასუხეთ. თუ შეურაცხგყოფენ, მთელი თქვენი ძალითა და ენერგიით დაესხით თავს. თვალი თვალისა წილ! არ ენდოთ ყველას. მე ვიცი, ასეთ დროს ადამიანი არც ისე კარგი ჩანს ხოლმე, მაგრამ საუკეთესო მეგობარიც შეიძლება გაგიჟდეს თქვენს ცოლზე ან თქვენს ფულზე.

თქვენს ინსტინქტებს დაემორჩილეთ - თუ გინდათ, დიდი ბიზნესმენი იყოთ, საკუთარი თავის უნდა გჯეროდეთ. შეიძლება, აკადემიკოსის დიპლომი გქონდეთ, მაგრამ ინტუიციის გარეშე მეტისმეტად ბევრი დრო დაგჭირდებათ მწვერვალზე ასასვლელად და იქ გასაჩერებლად.

ეს ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც გამოცანად რჩება იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელთაც აშკარად აქვთ საქმოსნური თვისებები. არსებობს აუხსნელი ნიშნები, რომლებიც გიკარნახებთ, გააფორმოთ თუ არა ესა თუ ის ხელშეკრულება და ღირს თუ არა გქონდეთ საქმე ამა თუ იმ ადამიანთან.

შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, მაგრამ წარუმატებლობისთვისაც მზად იყავით - ნებისმიერ აღმაფრენასა და დაცემას გადაიტანთ, თუ ამისათვის მზად იქნებით. ჩემმა უნარმა, ყოველთვის მზად ვყოფილიყავი სირთულეებისთვის, გადამარჩინა ენერგიის უაზროდ ფლანგვისგან.  ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პესიმისტი ვარ. უწოდეთ ამას პოზიტიური აზროვნება რეალურობის შენარჩუნებით.

და ბოლოს, გააფორმეთ საქორწინო კონტრაქტები - მე რომ საქორწინო კონტრაქტი არ მქონოდა, ამ წიგნს დაწერდა ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ დაკარგა. ივონას (ყოფილი ცოლის) ადვოკატები რომ სასამართლოში მიმეყვანა, ავტობუსი დამჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, საქორწინო კონტრაქტი მქონდა. მეგობარმა, რომელიც მეხუთედ აპირებდა დაქორწინებას, მითხრა: „ისე ვარ შეყვარებული, არ მჭირდება საქორწინო კონტრაქტი“. ერთ წელიწადში ქორწინება დაირღვა და მას ჯოჯოხეთის გამოვლა მოუხდა.



  • Tim McGray

    Meanwhile Back At Mama's
  • Michael Jackson

    Michael Jackson
  • Taylor Swift

    Begin Again