როგორ გამოიყურება პეკინის ოლიმპიური ჩიტის ბუდე

პეკინის ოლიმპიური სტადიონი, რომელმაც 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა,  პეკინის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იგი  ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: სპორტული და საცურაო დარბაზები. სპორტული დარბაზი პეკინის ოლიმპიური სტადიონის ჩრდილოეთ ნაწილშია განთავსებული, რომელიც ერთ-ერთ მთავარ  შენობას წარმოადგენს. ის ფარავს 32 400 კვადრატულ მეტრს  და შეუძლია დაიტიოს 6 300 სტუმარი. საცურაო დარბაზი, რომელიც 39 000 კვადრატულ მეტრზეა გადაშლილი 6000 ადამაინს შეუძლია იქ თავისუფლად ყოფნა. 2008 წელს პეკინის ოლიმპიურმა სტადიონმა უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს. სტადიონი კონკრეტულად ჩაოიანგის რაიონში მდებარეობს, რომელმაც ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიებს უმასპინძლა. პეკინის ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისას გამოიყენეს ყველაზე ხარისხიანი და მაღალი დონის სამშენებლო მასალა. პეკინის ოლიმპიური აუზი, რომელსაც ,,წყლის კუბს“ უწოდებენ და რომელიც აზიაში ყველაზე დიდ დახურულ აუზად მოიაზრება, ღამით საოცრად მშვიდია და ცისფრად ანათებს. მან უმასპინძლა ყვინთური და სინქრონული ცურვის ღონისძიებებს ოლიმპიური თამაშების დროს. ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ, ,,წყლის კუბი“ გახდა საზოგადოების წევრებისთვის ღია. ასე რომ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ სტუმრებს ჩამოსვლა და აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ ოლიმპიური სტადიონი და წყლის კუბი. წყლის პარკი, წარმოადგენს 12 000 კვ. მ.-ის  კომპლექსს,  და დატვირთულია მრავალფეროვანი ატრაქციონებითა და გასართობებით. მინდა აქვე გითხრათ, რომ ოლიმპიურ სტადიონს ეძახიან ,,ჩიტის ბუდეს“ ანუ ,,ნიაოჩაო“-ს, რადგან ვიზუალურად ძალიან წააგავს ჩიტის ბუდის ფორმას, არის ულამაზესი დიზაინით აგებული და ღამე ანათებს სხვადასხვა ფერებში.

თუკი გაქვთ სურვილი ახლოდან მოინახულოთ ოლიმპიური სტადიონი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, შიგნიდან დაათვალიეროთ, შესვლა ფასიანია, დაახლოებით 50 იუანი ღირს, მაგრამ თუკი მხოლოდ გარედან გსურთ შეავლოთ თვალი,  ამ შემთხვევაში უფასოა შესვლა.  სტადიონის მონახულება დილის 9 საათიდან შუადღის 5საათამდეა შესაძლებელი.



  • Timomatic

    Parachute
  • The Weeknd Feat. Daft Punk

    The Weeknd Feat. Daft Punk
  • Nabiha

    Animals (Dj Nejtrino & Dj Baur Remix)