,,რეკვიემი"

ლორენ ოლივერი- ამერიკელი მწერალი. მისი წიგნი სახელწოდებით ,,რეკვიემი“ რავოლუციონერი გოგონას ჰანას შესახებ გვიყვება.
მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის აქტიური წევრი გახდა, ლინა შეიცვალა. პანდემონიუმში დაწყებული ამბოხი დიდ რევოლუციაში გადაიზარდა და გოგონა ბრძოლის ეპიცენტრი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ჯულიენი სასიკვდილო განაჩენისგან დაიხსნეს, ლინამ და მისმა მეგობრებმა ტევრს შეაფარეს თავი, მაგრამ გაუკაცურებული ადგილებიც კი მათთვის უსაფრთხო აღარ არის. მთელ ქვეყანას გაფიცვების ტალღა გადაუვლის, ხელისუფლება იძულებულია, ინფიცირებულების არსებობა აღიაროს და თან ცდილობს, ამბოხებულებს გაუსწორდეს. სანამ ლინა გადარჩენისთვის იბრძვის, მისი უახლოესი მეგობარი ჰანა, უსაფრთხოდ ცხოვრობს პორტლენდში და აპირებს ცოლად გაჰყვეს ქალაქის ახალგაზრდა მერს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ უყვარს. სად გადის საზღვარი ლინასა და ჰანას სამყაროებს შორის? შეხვდებიან კი ერთმანეთს? ან ის გოგონა ვინ არის, მშვიდად რომ მოაბიჯებს ქუჩაში, ცეცხლში გახვეული ქალაქი კი უკან მოუტოვებია?



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight