პორზინგისმა და კომპანიამ მონტენეგრო გაანადგურეს

ლატვიის კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

აინარს ბაგატსკისის გუნდმა 1/8-ფინალში მონტენეგროს გამანადგურებელი ანგარიშით- 100:68 მოუგო. ბალტიისპირელთა რიგებში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო იანის ტიმა. ახალგაზრდა ცენტრი კრისტაპს პორზინგისი პარტნიორებს 19 ქულითა და 6 მოხსნით დაეხმარა.

დამარცხებულთაგან 21 ქულა ცენტრმა ბოიან დუბლიევიჩმა მიითვალა.

ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად ლატვიელები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ სლოვენიას დაუპირისპირდებიან.

1/4-ფინალისტთა შორის ასევე სერბეთს ვიხილავთ. საშა ჯორჯევიჩის შეგირდებმა 1/8-ფინალურ ეტაპზე უნგრეთი- 86:78 დაამარცხეს. ბალკანელთა მხრიდან ოგნიენ კუზმიჩმა 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბოგდან ბოგდანოვიჩმა საკუთარ გუნდს ასევე 17 ქულა შესძინა.

უნგრელთაგან 22 ქულით გამორჩეული გახლდათ ზოლტან პერლი.

ევრობასკეტის 1/4-ფინალში სერბეთის მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight