პოლ სქოულზმა შესაძლოა ''ოლდჰემი'' ჩაიბაროს

''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველი პოლ სქოულზი შესაძლოა ''ოლდჰემის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, 42 წლის სქოულზმა რანგით მესამე ინგლისურ საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე კლუბთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

შეგახსენებთ, რომ პოლ სქოულზი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ღირსებას 1993-2011 წლებში იცავდა. 2012 წლის 8 დეკემბერს სპორტსმენმა პროფესიონალური კარიერა განაახლა და ''წითელი ეშმაკების'' მაისურით კიდევ ერთი სეზონი გაატარა.