პირველი ჩინელი, რომელმაც შოტლანდიის მწვერვალები დაიპყრო

45 წლის სანი ჰე ჰუანი, რომელიც წარმოშობით ჩინეთის ლაონინის პროვინციიდან არის, „მუნროს 70 გამოწვევა“ 2 წლის წინ დაიწყო. მისი მიზანი საქველმოქმედო ხასიათის იყო და ქრისტიანების დახმარებას მოიაზრებდა. თუმცა, სანიმ მალევე აღმოაჩინა, რომ ეს გამოწვევა გატაცებაში გადაიზარდა. სწორედ ეს გახდა წინაპირობა იმისა, რომ შემდგომში მას 282 მწვერვალი დაეპყრო.

სანი ჰე ჰუანი მიჩნეულია, როგორც პირველი ჩინელი, რომელმაც შოტლანდიაში ყველა მწვერვალი დაიპრყრო. მისი განცხადებით, იგი ამ ამბავს დიდი ემოციითა და ცრემლებით შეხვდა.