პაუ გასოლი- ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო სნაიპერია

ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების ვეტერანი ცენტრი პაუ გასოლი ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო სნაიპერია.

37 წლის მოთამაშემ საფრანგეთის ნაკრების ექს-გამთამაშებლის ტონი პარკერის რეკორდი მოხსნა და კარიერის განმავლობაში კონტინენტის პირველობებზე 1 105 ქულა დაუგროვდა. პარკერმა ევროპის პირველობებზე სულ 1 104 ქულა დააგროვა. გასოლმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში უნგრეთთან გამართულ დაპირისპირებაში 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო მისმა გუნდმა მეტოქე- 87:64 დაამარცხა. ამ წარმატების შედეგად, ტურნირის მოქმედმა ტრიუმფატორმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და C ჯგუფში პირველი ადგილი არავის დაუთმო.

ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

9 სექტემბერი
14:30 სლოვენია-უკრაინა
17:15 გერმანია-საფრანგეთი
20:45 ფინეთი-იტალია
23:30 ლიტვა-საბერძნეთი

10 სექტემბერი
14:30 ლატვია-ჩერნოგორია
17:15 სერბეთი-უნგრეთი
20:45 თურქეთი-ესპანეთი
23:30 ხორვატია-რუსეთი

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight