ნინო ნიშნიანიძე: ,,მეზოთერაპია არსებობს ბევრნაირი და შესაბამისად მიზეზიც სხვადასხვაგვარია"

მეზოთერაპია- გაახალგაზრდავება სხვადასხვა პრეპარატებისა და ვიტამინური კომპლექსების მიკროინექციებით. იგი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკური ამოცანების გადასაჭრელად: გაახალგაზრდავება, თვალის  ქვემოთ შეშუპებების, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების, ნაოჭების მოცილება, აკნე, სახის ფერის გაუმჯობესება და სხვ. მეზოთერაპიის მეთოდზე, დანიშნულებასა და ეფექტზე ,,ტოტალ-შარმის“ დერმატო-კოსმეტოლოგი ნინო ნიშნიანიძე გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“ საუბრობდა.

ჩვენი მსმენელისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, რა არის მეზოთერაპია?

მეზოთერაპია,ზოგადად ეს არის კანის ინექციური თერაპია, რომლის დროსაც ხდება ინექციის სახით სხვადასხვა პრეპარატების, კოქტეილების, ვიტამინების, კანის შიგნით შეღწევა, ანუ ხდება კანის ზედაპირის დაჩხვეტა, ძალიან მცირე, პატარა ზომის ნემსებით და დაჩხვეტის შედეგად ხდება ამ პროცედურების შეყვანა ღრმად კანქვეშ. რის შედეგადაც კანის შუა შრე, დერმის დონე ხელახალი კოლაგენის გამომუშავებას იწყებს შესაბამისად კანი ახალგაზრდავდება. გარკვეული წლებით გადავადდება კანის გამოშრობა, გამოფიტვა, ნაოჭების წარმოქმნა.

პროცედურები, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვიმეოროთ? როგორც ვიცი, არის სპეციალური კურსი იმისათვის რომ მივიღოთ სასურველი შედეგი.

ზოგადად მეზოთეაპია კეთდება, ყოველი 10-12 დღის ინტერვალით. ეს არის დაახლოებით 4-6 ინექცია. ამ 6 ინექციის შემდგომ, გააჩნია ასაკსაც და კანის პრობლემასაც, სასურველი 6 თვე დაისვენოს პაციენტმა და ამის შემდეგ თუ საჭიროა ისევ ჩაიტაროს კურსი. თუკი ადამიანი ახალგაზრდაა და მეზოთერაპიას საპროფილაქტიკოდ იკეთებს, მისთვის წელიწადში ერთი კურსი სავსებით საკმარისია.

თქვენ ასაკი ახსენეთ. არსებობს სხვადასხვა ვერსიები პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით. რა ასაკში უნდა მიმართოს ადამიანმა მეზოთერაპიის კურსს?

მეზოთერაპია არსებობს ბევრნაირი და შესაბამისად მიზეზიც სხვადასხვაგვარია. ის კეთდება არამარტო ნაოჭების საწინააღმდეგოდ. მეზოთერაპია შესაძლებელია გამოყენებული იქნას აკნეს სამკურნალოდ, იმიტომ რომ აკნე ისეთი ტიპის პრობლემაა რომ მას ზოგადი, კომბინირებული მკურნალობა არ შველის. შესაბამისად ამ პრობლემის დროს ადგილობრივად როდესაც ამ პროცესში ერთვება მეზოკოქტელები, მარტივად და მოკლე დროში არის შესაძლებელი შედეგის მიღწევა. თუ ახალგაზრდა 16-18 წლის არის და აკნე მაინც აწუხებს, სასურველია დაიწყოს მეზოთერაპია ამ ასაკიდან.

რა განსხვავებაა მეზოთერაპიის ტიპებს შორის სქესისი მიხედვით?

სქესს არ აქვს მნიშვნელობა. შედეგი კი თითქმის ორივეზე ერთნაირია. აკნეს შემთხვევაში ერთი კურსისი შემდეგ როდესაც 6 თვეს შეისვენებთ აუცილებელია ამის ხელმეორედ გამეორება. მეზოთერაპიას აქვს უნიკალური შედეგები, ახალი გამონაყარი აღარ გამოდის. აკნეს შემთხევაში მეზოთერაპია ნაწიბურის აღდგენასაც უწყობს ხელს. აგრეთვე ახდენს ფერის პიგემნტაციას.

პრევენციის მიზნით თუ გამოიყენება მეზოთერაპია იმ ადამიანებში, რომლებმაც 16-18 წლის ასაკში აკნეს საწინააღმდეგოდ ჩაიტარეს ეს პროცედურები?

რა თქმა უნდა შეიძლება გაიმეოროს. თუმცა ორ კურსს რომ აკეთებენ 1 წელი ან 1,6 თვე აღარ აწუხებთ, მაგრამ თვითონვე მოდიან პროფილაქტიკის მიზნით.

წელიწადის პერიოდს თუ აქვს მნიშვნელობა?

არ აქვს შეზღუდვა. მთავარია არ იყოს მწვავე ფორმა. არსებობს პრობლემა აკნეს შემდგომი, რომელმაც ადამიანს დაუტოვა პიგმენტაცია. ასეთ შემთხვევაში კეთდება გამათეთრებელი მეზოთერაპია, რომლისთვისაც გამოიყენება სხვა კოქტეილი. ძირითადად ამ სახის კოქტეილში შედის სხვადასხვა სახის ვიტამინები, რომელსაც აქვს შესაბამისად გამაღიავებელი ეფექტი.

მეზოთერაპია როგორც სამკურნალო მეთოდი თუ კეთდება სახის გარდა სხვა ადგილებში?


არსებობს ცალკე კოქტეილები, რომლებსაც აქვთ ლიფტინგის, გაჭიმვის ეფექტიც. იქ სადაც მოშვებულია კანი. მაგ. ყელი, ხელების, არე, მუცლის, ბარძაყის არე, ვიყენებთ მეზოთერაპას, რომელსაც  გადაჭიმვის ეფექტი აქვს . ასევე ცელულიტზე აქვს ნორმალური ეფექტი, რომელთან ერთადაც შეიძლება ჩაერთოს მეზოთერაპიაც. მეზოთერაპია ასევე ეფექტურია სტრიებთან საბრძოლველად. ამ შემთხევაში ის მუშაობს ზედაპირულად, რადგან უშუალოდ ხდება იმ დანაკარგის მიწოდება კანისთვის, რისი დანაკარგიც მას აქვს, პოცესს აქვს დამატენიანებელი მოქმედება და ასე ვთქვათ კვებავს კანს. ასეთი პრობლემის დროს საჭიროა 6-8 პროცედურა ხოლო როდესაც კანი თავის ფერს უბრუნდება ვწყვეტთ პროცედურას.

საინტერესოა ასევე ორსულობის შემდგომ, რამდენ ხანში შეიძლება პრობლემისთვის შესაბამისი პროცედურის ჩატარება და მეძუძური დედებისთვის თუ არის მიზანშეწონილი ?

როგორც კი მორჩება დედა მეძუძურობას მეორე დღესვე შეიძლება მოვიდეს პროცედურის ჩასატარებლად.

სამკურნალო კოქტეილების შესახებ მინდა გკითხოთ, რამდენი სახეობაა და როგორ ხდება სასურველი კოქტეილის შერჩევა კონკრეტულ პრობლემაზე?

ამას წყვეტს ექიმი. იმის მიხედვით თუ რა პრობლემა შეიძლება ქონდეს. მაგ. როდესაც ადამიანი მოდის კანის სიმშრალის პრობლემით ამ დროს კეთდება  მჟავის და ვიტმაინების კომბინაცია. ასევე უშუალოდ გაკეთების პროცესს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თითოეულ პრობლემაზე სხვადასხვა სიღრმით ხდება ინექციის შეყვანა. არსებობს კანის გასაჭიმად გამოსაყენებელი კოქტეილი, აგრეთვე კანის გასათეთრებლად, ვაკეთებთ ანტიოქსიდანტს რომელშიც შედის თავისუფალი რადიკალების დამაბლოკირებელი სპეციალური ნივთიერებები.  არსებობს თმის მეზოთერაპია რომელიც ძალიან კარგად გამოიყენება თმის ცვენაზე.

გვითხარით, გაკეთების როგორი წესი აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო  მეზოთერაპიას და როგორი შედეგი აქვს?

ძალიან კარგი შედეგი აქვს. პაციენტი რომ მოდის პირდაპირ ვეუბნები რომ ეფექტი ექნება 100% -ანი. საერთოდ მედიცინაში არ არის 100%-ანი ეფექტი, მაგრამ ამას მართლა აქვს ეს ეფექტი. არ მოგატყუებთ ძალიან მტკივნეულია. სხეულს ვაყუჩებთ, რადგან ლიდოკაინის შემცველი გელით ვამუშავებთ ამა თუ იმ უბანს, მაგრამ ზოგიერთ ადგილებში გაყუჩება ვერ ხერხდება. ამიტომ წინასწარ ვეუბენით ჩვენ პაციენტს რომ არ უნდა ჰქონდეს ჰორმონალური პრობლემა. განსაკუთრებით კი ფარისებრი ჯირკვლის.