ნინიაშვილმა და გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ხორვატიის ქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბაგრატ ნინიაშვილმა და ლაშა გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილმა რეპეშაჟის ფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოს იპონით მოუგო.

73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გრიგალაშვილმა კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბრაზილიელი დავიდ ლიმა დაამარცხა.

გოგონათა ტურნირზე საქართველოს სახელით 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი გამოვიდა. ქართველმა ფალავანმა 1/8-ფინალურ ორთაბრძოლაში სამხრეთკორეელ ჯისუ კიმთან წააგო.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისათვის სამი მედალია. პლანეტის პირველობის პირველ საასპარეზო დღეს ჯაბა პაპინაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა.

 



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight