ნიკოლოზ ბასილაშვილმა ივო კარლოვიჩს მოუგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი ივო კარლოვიჩი დაამარცხა.

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მემფისში მიმდინარე ტურნირის 1/8-ფინალში პირველ ნომრად განთესილ 37 წლის ხორვატ მეტოქეს ორ სეტში- 7:6, 6:3 მოუგო. საქართველოს საუკეთესო ჩოგანმა ბალკანელ ოპონენტს პირველად აჯობა. მანამდე ქართველ ჩოგბურთელს კარლოვიჩთან ჩატარებული ორივე მატჩი წაგებული ჰქონდა.

1/4-ფინალში მსოფლიო რეიტინგის 67-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიელ მეტიუ ებდენს შეხვდება. ამ უკანასკნელმა 1/8-ფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს სამ სეტში- 6-4, 4-6, 6-3 სძლია. ებდენს ATP-ის კლასიფიკაციაში ამჟამად 490-ე პოზიცია უკავია.

მემფისის ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მოხვედრამ ნიკოლოზ ბასილაშვილს უკვე 45 სარეიტინგო ქულა და 18 630 დოლარი მოუტანა.



  • Tim McGray

    Meanwhile Back At Mama's
  • Michael Jackson

    Michael Jackson
  • Taylor Swift

    Begin Again