ნიკა კაჭარავა ''როსტოვიდან'' ''კორონაში'' გადაბარგდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონეთის ''კორონას'' მაისურით გააგრძელებს. ამ ინფორმაციას პოლონური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

''კორონამ'' 23 წლის ქართველი მოთამაშე ერთი სეზონით ინათხოვრა. კაჭარავამ გასული სეზონი ასევე განათხოვრების წესით კვიპროსის ''ეთნიკოსის'' რიგებში გაატარა. კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 27 შეხვედრაში კაჭარავამ 16 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight