ნადალმა ფონინი დაამარცხა

შანხაის "მასტერსის" მერვედფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა იტალიელი ფაბიო ფონინი ორ სეტში 6:3, 6:1 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ესპანელი ჩოგბურთელი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში სემ ქუერის ორ სეტში მოუგო.

შანხაის ტურნირზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა, ალბერტ რამოს-ვინოლასმა იან ლენარდ-შტრუფი დაამარცხა, ხუან-მარტინ დელ პოტრომ კი ალექსანდრ ზვერევს სძლია.