მუსტაფი 6 კვირას გამოტოვებს

ლონდონის "არსენალისა" და გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი, შკოდრან მუსტაფი 6 კვირას გამოტოვებს. ეს ინფორმაცია "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაადასტურა.

"მუსტაფი დაახლოებით 4-6 კვირით დავკარგეთ. არამგონია, რომ შკოდრანი შემდეგ სანაკრებო მატჩების პაუზამდე დაბრუნდეს," - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

25 წლის მცველმა ბარძაყის დაზიანება აზერბაიჯანთან მატჩში მიიღო.

შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით 5-1 დასრულდა.

მუსტაფის ადგილს ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, გამოცდილი ფრანგი მცველი, ლორან კოშელნი დაიკავებს, რომელმაც ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა.



  • Destiny S Child

    8 Days Of Christmas
  • Chris Rea

    Chris Rea
  • Chris Rea

    Driving Home For Christmas Remix