,,მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ არის დაუკვირვებლობა მაშინ, როდესაც პატარა ტირის''

ბავშვები და განსაკუთრებით ახალშობილები სხვადასხვა მიზეზის გამო დღის განმავლობაში 1-3 საათის განმავლობაში ტირიან და ეს ბუნებრივია.  ტირილის მეშვეობით ამცნობს იგი მშობელს ამ თუ იმ პრობლემის შესახებ.  ხშირ შემთხვევაში ტირილის მიზეზი უფრო მეტი სიახლოვის სურვილითაა გამოწვეული, როცა პატარას სურს დედამ უბრალოდ ხელში აიყვანოს.
რატომ ტირის ბავშვი და როგორ დავამშვიდოთ იგი უბრალოდ, ხელში დაჭერის მეთოდით? მტირალი ბავშვების დამშვიდების უნიკალური მეთოდის ავტორი, ამერიკელი პედიატრი  რობერტ ჰამილტონი გახლდათ გადაცემა ,, FM პედიატრის“ სტუმარი.

ექიმო ჰამილტონ, თქვენი „დაჭერის“ მეთოდი, რომელიც ატირებულ ბავშვს ამშვიდებს, ძალიან პოპულარულია. მთელ მსოფლიოში დედები წარმატებით იყენებენ ამ ტექნიკას. იქნებ გვითხრათ, როგორ მოქმედებს ის?

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ეთერით მივესალმო თბილისს და მთელ საქართველოს. თქვენ ლამაზი ქვეყანა გაქვთ. ამ რეგიონში ნამყოფი ვარ, მაგრამ საქართველოში არასდროს. იმედი მაქვს ოდესმე თბილისსაც ვესტუმრები.
რაც შეეხება ჩემ მეთოდს, რომელიც კარგად მოქმედებს.

როდესაც ბავშვი გვიჭირავს, მას ხელებს თავისი სხეულის გარშემო ვახვევინებთ და ვარწევთ ზემოთ და ქვემოთ.  ვფიქრობ, ეს პოზა მას ახსენებს პერიოდს, როდესაც დედის მუცელში იყო, სწორედ ეს მოქმედებს დამამშვიდებლად.

არის რამე მეცნიერული კვლევა ამ მეთოდის უკან?

არსებობს ასეთი რამ „დამამშვიდებელი ცენტრი“ და არსებითად, რასაც ვაკეთებთ არის სწორედ ბავშვის რწევა.  ამით ვუქმნით მას კომფორტს.. ასე რომ, ვფიქრობ მთელი მეცნიერება ბავშვის დამშვიდების მეთოდშია.

ყველაზე მეტად, რომელ ასაკშია ეს მეთოდი სასარგებლო?

ჩემი აზრით, ეს მეთოდი ყველაზე მეტად გამოსადეგარი არის დაბადებიდან 3 თვემდე. ამის შემდეგ, ბავშვი მძიმდება, მისი დაჭერა კი ძნელდება. 3 თვის ასაკის შემდეგ ეს მეთოდიც აღარ მოქმედებს.

შეიძლება ამ მეთოდის შემდეგ, ბავშვს ხელში აყვანის მუდმივი მოთხოვნილება გაუჩნდეს? არ იქნება მისი გადაჩვევა ძნელი?

ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლის პირველ 3 თვეზე. ასეთ სიტუაციაში, ვფიქრობ, იდეალურია ჩვილის ყოფნა დედის მკლავებში. ეს ასეც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, არ ვღელავ, რომ ბავშვს ექნება სურვილი მუდმივად ხელში აყვანის. საბოლოოდ, ბავშვი იზრდება, მშობელი უფრო მეტად დასვამს ძირს, ეს ბავშვსაც მოეწონება.

რა არის ბავშვის ტირილის მთავარი მიზეზი, რა შემთხვევაში უნდა აღელდნენ მშობლები?

ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. ბავშვები ტირიან შიმშილის გამო, ზოგჯერ  საფენის გამოცვლა სჭირდებათ, სცივათ ან ძალიან ცხელათ. შესაძლებელია მოწყენილები იყვნენ. ტირილის მიზეზი ასევე ავად ყოფნაც არის. ამით ის დედის ყურადღებას იპყრობს. მშობელი ეცდება ყველა პრობლემურ სიმპტომს მიხედოს, ამას ვეძახი შესაძლო მიზეზების საძიებელ კატალოგს. თუმცა, ზოგჯერ შეუძლებელია, ტირილის მიზეზის დადგენა, ამ შემთხვევაშ კი მშობლება უნდა მიმართონ ექიმს.

არსებობს რამე განმსაზღვრელი, რატომ ტირის ესა თუ ის ბავშვი და შესაძლოა თუ არა გავიგოთ ზუსტად რა სურს მას?

პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ რომ საფენი არ არის გამოსაცვლელი. ასევე, ხომ არ სცხელა ან სცივა პატარას. იქნებ რაიმე ერჭობა ან არაკომფორტულად წევს. დედა ამას ბუნებრივად გააკეთებს. ის დაათვალიერებს პატარას და გამოიკვლევს-რა ატირებს მას? თუ ბავშვი ცხელია და აქვს ციება, ღებინება ან ხველა, უნდა დააკვირდეთ არის თუ არა ის ავად.

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მშობლები როდესაც ამშვიდებენ მტირალ ჩვილს?

ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის რომ, ისინი ერიდებიან, ბავშვს შეუქმნან კომფორტი. ჩემი აზრით, ბავშვს ზოგჯერ უბრალოდ სურს რომ დედამ ხელში აიყვანოს. ამ დროს მშობლებს არ სურთ გაანებივრონ იგი. ამიტომ უარს ეუბნებიან დამშვიდებასა და მოვლაზე.
ვიტყოდი, რომ მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ არის დაუკვირვებლობა მაშინ, როდესაც პატარა ტირის.

ზოგი პედიატრის აზრით, ტირილი სასარგებლოა ბავშვისთვის. ისინი ამბობენ, რომ ცრემლები სასარგებლოც შეიძება იყოს..

ბავშვები ბევრს ტირიან. ვერ გეტყვით ეს რამდენად ჯანსაღია. ზოგჯერ, უბრალოდ შეუძლებელია მისი დამშვიდება. ტირილი არის სირბილივით. თუ გახვალთ გარეთ და გაირბენთ 1-2 კილომეტრს, ბუნებრივია თავს უკეთ იგრძნობთ. ვფიქრობ, ამიტომ ტირილი ბავშვისთვისაც რაღაც დოზით სასარგებლოა. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვილ ბავშვებზე , 0-3 თვემდე. ამ პერიოდში სავარაუდოდ არავის სურს, გაურკვევლად ტიროდეს თავისი პატარა.

ჩემი პედიატრიული, 30 წლიანი გამოცდილების შედეგად, მჭერია და მომივლია უამრავი ბავშვისთვის. მე თვითონ ექვსი მათგანის მამა ვარ და ასევე მყავს შვიდი შვილიშვილი. ამ გამოცდილების შემდეგ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, უბრალოდ პატარის მჭიდროდ დაჭერით, ხელების შემოხვევით თავიანთ სხეულზე და დარწევით 45 გრადუსის კუთხით, ნამდვილად შეიძლება მისი დაწყნარება. ამის გამო, გადავწყვიტე ეს გამოცდილება გამეზიარებინა სხვებისთვისაც.

როდესაც იყენებთ თქვენს მეთოდს, დაჭერის რაიმე განსაკუთრებული გზა არსებობს?

თუ ვიდეოს ნახავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემოახვიოთ თავისივე ხელები სხეულის გარშემო. მათ აქვთ რეფლექსი, რომელსაც ქვია „მორო“ ან ძლიერად გამაოცებელი რეფლექსი. როდესაც ხელებს შემოახვევთ გარშემო,  თქვენ ზღუდავთ ამ რეფლექსს, რაც ამშვიდებს ჩვილს.

რამდენი ხანი არის საჭირო ასე დაჭერა?

ბავშვზე არის დამოკიდებული, საშუალოდ 15-20 წუთი. ზოგადად, მე ვურჩევ უფრო მამებმა გამოიყენონ მეთოდი. დედები ძუძუთი გამოკვებავენ პატარას, მამებს ეს უნარი არ აქვთ. ამ ტექნიკის საშუალებით კი ვალდებულებების გადანაწილება თანაბრად მოხდება.

თქვენ გაქვს პედიატრობის 30 წლიანი გამოცდილება. შეიძლება ითქვას, ხართ ერთგვარი თარჯიმანი მშობლებსა და ბავშვებს შორის. როგორ ფიქრობთ, რა სურთ ბავშვებს მშობლებისგან?

ეს ძალიან კარგი კითხვაა და ზოგჯერ, მეც მაფიქრებს.  როდესაც ხარ მშობელი და უყურებ ბავშვს - გრძნობ, შენი პატარა ყველაზე მეტად გიყვარს. ვფიქრობ, ბავშვებსაც ისევე ვუყვარვართ როგორც ჩვენ ისინი. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად უნდათ თქვან-დედა, მიყვარხარ, მამა მიყვარხარ და მადლობა რომ ზრუნავთ ჩემზე.

მადლობა ექიმო ჰამილტონ ჩვენთან საუბრისთვის.

არაფრის. წარმატებები საქართველოს. ვიმედოვნებ, ოდესმე გესტუმრებით.