მსოფლიოში პირველი მფრინავი ავტომობილი უკვე გაყიდვაშია

მსოფლიოში სერიული წარმოების პირველი მფრინავი ავტომობილი, რომელიც მძღოლებს სატრანსპორტო საცობებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება, უკვე გაყიდვაშია.

ჰოლანდიურმა კომპანია PAL-V, რომელიც 2001 წლიდან მფრინავი ავტომობილების შემუშავებაზე მუშაობს, პირველ სერიულ მოდელზე შეკვეთების მიღება დაიწყო. ავტომობილი Liberty სასტარტო სპეც-ვერსიიით Pioneer Edition 499 000 ევრო ღირს. სატრანსპორტო საშუალების ღირებულებაში შედის აგრეთვე აპარატის მართვის მოკლევადიანი სასწავლო კურსი, რომლის გავლა მძღოლებისთვის სავალდებულოა. დღეისათვის წინასწარი შეკვეთის ღირებულება 25 000 ევროა და იმ შემთხვევაში თუკი კლიენტი გადაიფიქრებს, თანხა უკან არ დაუბრუნდება.

მფრინავ ავტომობილს ასაფრენად ათი წუთია სჭირდება. საშუალო წვა კი 100 კილომეტრზე 7,6 ლიტრს შეადგენს. ძრავი 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაქსიმალური სიმღალე 3500 მეტრია, ხოლო ფრენის მანძილი 500 კილომეტრს არ აღემატება. პირველი მყიდველები აერომობილს 2018 წელს მიიღებენ.



  • Masse bros

    so typical (kaarlos & mozza remix)
  • Mad heart

    Mad heart
  • Steve aoki + waka flocka flame

    rage the night away (club edit)