მსოფლიო ვარსკვლავების ცვენა ,,ალიბაბა გრუპის" მიერ გამართულ გალა ღონისძიებაზე

10 ნოემბერს გამართულ "China’s Singles’ Day " გალა ღონისძიებას, რომელიც ჩინური ელექტრონული გაყიდვების გიგანტურმა კომპანიამ ,,ალიბაბა გრუპმა" მოაწყო, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მსოფლიო დონის ფეხბურთელები და მომღერლები დაესწრნენ.
აღნიშნული ღონისძიება პირდაპირი ტრანსლაციით სრულიად ჩინეთში გაშუქდა.
გალა ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ალიბაბას დამფუძნებელმა ჯეკ მამ ჰოლივუდის მსახიობის ნიკოლ კიდმანის თანხლებით გახსნა.
მსახიობი ამჟამად თავის ბოლო ფილმზე "The Killing of a Sacred Deer" მუშაობს, რომლის რეჟისორიც იორგოს ლანტიმოსი გახლავთ და მასში კოლინ ფარელიც იღებს მონაწილეობას. ფილმის პრეზენტაცია 17 ნოემბერს ჩინეთში იგეგმება.
ალიბაბას გალა ღონისძიებაზე ნიკოლ კიდმანის გარდა, იმყოფებოდნენ რუსი პროფესიონალი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, ენბიეის კალათბურთის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი და ფიფას მსოფლიო წლის ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ.
ღონისძიებაზე ინგლისელმა პოპ–მომღერალმა ჯესი ჯიმ გრემის გამარჯვებულ მომღერალთან ფარელ ვილიამსთან ერთად ორიგინალური სიმღერა შეასრულა, რომელსაც აკომპანირება ცნობილმა პიანისტმა ლანგ ლანგმა გაუწია.
აღნიშნული ღონისძიება ჩინეთში "China’s Singles’ Day"–ის აღნიშვნას ეძღვნება, რომელიც 2009 წლიდან მსოფლიოს ონლაინ გაყიდვების ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.



  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight