მოზარდი და კომპლექსები

თინეიჯერობის ასაკი იდეალურია, მშობლების მხრიდან ბავშვებში სასურველი ინტერესების გასაღვივებლად და მიდრეკილებების გასაძლიერებლად. ამ ასაკში, მნიშვნელოვანია მათთვის ყურადღების მიქცევა, რადგან ამ დროს ყალიბდება ის საფუძველი, რომელიც მომავალში მათ მიღწევებს განაპირობებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე თინეიჯერების  მშობლებს და მათ ახლობლებს, მეტი მოთმინება, შემგუებლობა და გაგება მართებთ.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ამ ასაკში სიმორცხვე და ჩაკეტილობა ითვლება. არ არსებობს ადამიანი რომელიც ამა თუ იმ სიტუაციაში მორცხვობის გრძნობას არ განიცდიდეს. მაგრამ დღესდღეობით ჩვენს გარშემო არსებობეს ისეთი ადამიანები რომლებსაც უბრალოდ ერთი შეხედვით უწყინარი მორცხვობა სერიოზულ დაავადებაში და კომპლექსებში გადაეზარდა.
ხშირად ეს პრობლემა თავს ზრდასრულ ასაკში იჩენს. ამ დროს მოზარდი თავის თავში ახალი სამყაროს აღმოჩენას ცდილობს.იგი ყოველთვის მაქსიმუმის მიღებას ცდილობს და წაბორძიკების შემთხვევაში მას საკუთარ თავისადმი ეკარგება ნდობა და უჩნდება უნდობლობა,რაც შესაძლოა მოგვიანებით ძალიან დიდ კოპმლექსებში გადავიდეს.
ზრდასრულ ასაკში მოზარდები ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებენ და შედეგებსაც ვარდისფერ ფერებშიც ელიან თუმცა იმედგაცრუების შემდეგ ისინი მიწაზე მწარედ ენარცხებიან და ეს ყველაფერი მატ ფსიკიკაზე ძალიან მოქმდებს.   ახალგაზრდა გოგონებს არასრულფასოვენბის კომპლექსები ემართებათ მაშინ როცა პირველად უყვარდებათ და საპირისპირო სქესის წამრმოდაგენლები მათ ყურადყებას არ აქცევენ .მიზეზებს ისინი თავიანთ თავში ეძებენ და სწორედ მაშინ ფიქრობენ რომ ულამაზოები არიან.უმეტესობა ამათგან იმდენად ისე ეჭიდება ამ აზრზს რომ ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგის დახმარებასაც კი საჭიროებს.
მოზარდებისათვის აუცილებელია გყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი რომელსაც სავსებით ენდობი და შეძლებს შენს დახმარებას და მდგომარეობიდან გამოყვანას როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდება.  ასე რომ ახალგაზრდებო ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში გაუზიარეთ თქვენი გასაჭირი თქვენის ნდობით აღჭურვილ პირს და ყველაფერი კარგად იქნება!!!




  • Kadebostany

    Teddy Bear Astero Remix
  • Antoine Clamaran

    Antoine Clamaran
  • Deepside Deejays

    Stay With Me Tonight